უკან

პოლიტიკა

22 ოქტომბერი, 2024 11:46
font-size

ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია, ბიძინა ივანიშვილს ვადა გაუვიდა - გიორგი ვაშაძე

საზოგადოებას ვეუბნები, გუშინ ბიძინა ივანიშვილის ყველა განცხადება, მისი საუბარი მიუთითებს, რომ მან კარგად იცის, რომ მარცხდება არჩევნებში და კიდევ ერთი, ნერვიულობს, რომ დიდძალ ქონებას კარგავს, - ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბერს ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყანას ჩამოშორდება, რასაც სწრაფი რეფორმები, ევროინტეგრაცია და აღმშენებლობა მოჰყვება.

“ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია, ბიძინა ივანიშვილს ვადა გაუვიდა - ესე შეიძლება შევაფასოთ გუშინდელი მისი ინტერვიუ. თქვენი დრო დამთავრდა, შეეშვით ამ ქვეყანას, დაანებეთ თავი, თქვენ ხომ კარგად იცით, რომ წაგებული გაქვთ ეს არჩევნები. გუშინ მთელი თქვენი საუბარი ამის მტკიცებულებაა, თქვენ მარცხდებით ამ არჩევნებში და რაც უფრო მალე შეეგუებით ამ მარცხს, მით უკეთესი იქნება. კიდევ ერთხელ საზოგადოებას ვეუბნები, გუშინ ბიძინა ივანიშვილის ყველა განცხადება, მისი საუბარი მიუთითებს, რომ მან კარგად იცის, რომ მარცხდება არჩევნებში და კიდევ ერთი, ნერვიულობს, რომ დიდძალ ქონებას კარგავს და ამ ქონებით უნდა ივაჭროს და მიიღოს მარცხის შემდეგ, სხვა არაფერი.

რაც შეეხება, 14 მლრდს, ბატონო ბიძინა, თქვენ ისიც ძალიან კარგად იცით, რომ 14 მილიარდი, რომელიც საქართველოსთვის არის გამზადებული, თქვენ აფერხებთ ამის მიღებას, ამიტომ არის, რომ ასე განიცდის თქვენი გუნდი ამაზე საუბარს. ამიტომ, თქვენი დრო დამთავრდა, 26 ოქტომბერს ჩვენ მოვაშორებთ თქვენს ხელისუფლებას, წავალთ სწრაფად ევროკავშირისკენ, მოვიზიდავთ 14 მილიარდს და ქვეყანა წავა წინ. ვადა გაგივიდათ, შეეშვით ამ ქვეყანას, აბსურდების საუბარს, დეტალებში ხომ ვერ შევალთ, ათასი სისულელე მოვისმინეთ გუშინ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მოკლე შეჯამება გუშინდელი თქვენი ინტერვიუსი არის, რომ თქვენ იცით, რომ მარცხდებით, თქვენი დრო დამთავრდა, ვადა გაგივიდათ, შეეშვით საქართველოს, წინ ევროკავშირისკენ. საზოგადოებას ვეუბნები, 26 ში რაც შეიძლება მეტი უნდა მივიდეთ არჩევნებზე იმისთვის, რომ დიდი გამარჯვება მოვიპოვოთ და სწრაფად წავიდეთ ევროკავშირისკენ. 14 მილიარდიც გველოდება, უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან, დიდი განვითარება, აღმშენებლობა, რეფორმები, მაგრამ ახლა მთავარია 26 ოქტომბერს რეფერენდუმში მოვიშოროთ ივანიშვილი და “ოცნება” და წავიდეთ ევროპისკენ, წინ დიდი გამარჯვებისკენ,” - განაცხადა ვაშაძემ.

4 დღეში 26 ოქტომბერია და საქართველოს მოქალაქეებს ამ დღეს გეძლევათ ძალა დაასრულოთ ეს სამარცხვინო და საშიში რუსი ოლიგარქის მმართველობა ამ ქვეყანაში - ანა ნაცვლიშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 12:18

ზუსტად 4 დღეში 26 ოქტომბერია და საქართველოს მოქალაქეებს ამ დღეს გეძლევათ ძალა დაასრულოთ ეს სამარცხვინო და საშიში რუსი ოლიგარქის მმართველობა ამ ქვეყანაში და დავიწყოთ ძლიერი, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა, - ამის შესა

ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის პოლიტიკური საკითხები არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან შემდეგ, ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია - პაველ ჰერჩინსკი

22 ოქტომბერი, 2024 , 12:06

ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის პოლიტიკური საკითხები არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან შემდეგ, ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა 13,7%-მდე შემცირდა, ოთხ წელიწადში კი 4% იქნება, ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ევროკავშირის 21 ქვეყანას აქვს - შალვა პაპუაშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 11:53

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა 13,7%-მდე შემცირდა, ოთხ წელიწადში კი ოთხი პროცენტი იქნება, ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ევროკავშირის 21 წევრ ქვეყანას აქვს, – ამი

ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ აშშ-ის ელჩთან შეხვედრას, უკვე მოვილაპარაკეთ ამაზე - ბიძინა ივანიშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 09:20

ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, კარგად გაიხსენებენ ჩემს დამოკიდებულებას. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ, ომის დასრულების პარალელურად, აუცილებლად

ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც გთავაზობთ როგორც გამდიდრების გზებს, ასევე სამართლიან სასამართლოს და, ზოგადად, სამართლიანი წესრიგის მოწყობის გზებს - ალექსანდრე რაქვიაშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 09:09

ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც გთავაზობთ როგორც გამდიდრების გზებს, ასევე სამართლიან სასამართლოს და, ზოგადად, სამართლიანი წესრიგის მოწყობის გზებს, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე

არჩევნების მოგება არ არის გადამწყვეტი, ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ავკრძალოთ და მოვიშოროთ - ბიძინა ივანიშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 09:03

უნდა აიკრძალოს ის ვინც, ხალხის  და ქვეყნის მტერია, ამის უამრავი მაგალითია მსოფლიოში. „ქართული ოცნება“ არის გასაგები, გამჭვირვალე, პატრიოტული ძალა, თუ ვინმეს სურვილი აქვს, მყისიერად ხდ