უკან

საზოგადოება

22 ოქტომბერი, 2024 10:35
font-size

საქართველოს მთავრობამ 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა

საქართველოს მთავრობამ,ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა.

ცენტრაული საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკოს მიმართვა, რომლის თანახმად, ვინაიდან საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა.

ცესკო განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების საუბნო საარჩევნო კომისიების გამართულად ფუნქციონირებისათვის, მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საარჩევნო უბნების მოწყობა, რომელიც მიმდინარეობს კენჭისყრის წინა დღეს და სწორედ ამ დღეს საარჩევნო უბნებზე განთავსდება შესაბამისი ინვენტარი და ტექნიკა.

„3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაგა-ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი განთავსებულია საჯარო სკოლების შენობებში, ხოლო 873 საარჩევნო უბანი - სხვა დანიშნულების შენობებში. გამომდინარე, იქიდან, რომ განსაკუთრებით საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში, სადაც განთავსებულია საარჩევნო უბნები, სამუშაო დღეებში ხორციელდება სხვადასხვა საქმიანობა და აქტივობა, რამაც შესაძლებელია შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად და მშვიდ გარემოში მოწყობა, მოთხოვნილია 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადება“,- ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

200 მოსწავლე, 30 სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მეოთხე ნაკადზე სწავლა დაიწყო

22 ოქტომბერი, 2024 , 18:53

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სწავლა დაიწყო. საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის პროექტი 2023 წლიდან ხორციელდება და წელს სკოლამ უკვე მეოთხე ნაკადი მიიღო. ამჯერად, შემოდგომის ნაკადზე მონაწილეობის

ჩვენს რეალურ კრიტიკას ვერ ახერხებენ და უნდათ, ვირტუალური რეალობა რეალობად მოგაჩვენონ, ოპოზიცია პრაქტიკულად არ გადის ხალხთან, ტრიბუნაზეც კი არ აესვლებათ - ბიძინა ივანიშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 08:38

ჩვენს რეალურ კრიტიკას ვერ ახერხებენ და ვირტუალური რეალობა უნდათ, რომ რეალობად მოგაჩვენონ, ოპოზიცია პრაქტიკულად არ გადის ხალხთან, ტრიბუნაზეც კი არ აესვლებათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სა

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის 21-ე პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტია

21 ოქტომბერი, 2024 , 18:17

საქართველოს ბანკი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ფინანსურმა ინსტიტუტმა რამდენიმე თვის წინ სტიპენდიების პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 21 პ

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის 21-ე პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტია

21 ოქტომბერი, 2024 , 18:17

საქართველოს ბანკი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ფინანსურმა ინსტიტუტმა რამდენიმე თვის წინ სტიპენდიების პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 21 პ

„ეტყობა მას შემდეგ აღარ გვიცნობ, რაც „მთავარ არხს“ ფინანსური მაქინაციებით 11 მილიონი ვალი აჰკიდე“ - „მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს

21 ოქტომბერი, 2024 , 17:43

„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს, რომელსაც „მედიანიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „ნიკა, გაუგებარია, რომ ჩვენი ამდენწლიანი პირადი ნაცნობობა ვეღარ

თბილისს კიდევ ერთი საბაგირო გზა შეემატება, რომელიც თავისუფლების მოედანს თაბორის ქედთან დააკავშირებს

21 ოქტომბერი, 2024 , 15:25

თბილისში კიდევ ერთი საბაგირო გზა ამოქმედდება, რომელიც თავისუფლების მოედანს და თაბორის ქედს დააკავშირებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა, დღეს დედაქალაქ