უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

20 სექტემბერი, 2018 14:10
font-size

დუბლინში ორგანიზებულ ევროკავშირის საერთაშორისო კონკურსში ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერებმა მესამე ადგილი მოიპოვეს

ირლანდიაში საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა დუბლინში ჩატარებული ახალგაზრდა გამომგონებლების კონკურსში გამარჯვებულ ქართველ ახალგაზრდებთან.

ქართულმა დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მარინა გუჯაბიძე, შორენა გუჯაბიძე, დეა ილარიონოვა, ევა ხუხაშვილი, თამარ მიქელაძე, ნინო ხუნძაკიშვილი, ანი თეთრაშვილი და ჯგუფის ხელმძღვანელი -მარინა გვიმრაძე - კონკურსში 3-ე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

ირლანდიაში საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა მიულოცა ქართველ ახალგაზრდებს კონკურსში გამარჯვება და ხაზი გაუსვა, რომ ამ პოპულარულ ღონისძიებაში ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობა და პირველ სამეულში საპრიზო ადგილის მოპოვება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ირლანდიაში, ასევე ზოგადად ევროკავშირის სივრცეში საქართველოს და ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს პოპულარობას.

საქართველოს კონკურსში წამყვანი ადგილის მოპოვება მიულოცეს კონკურსის ორგანიზატორებმა და მასპინძლებმა.

აღსანიშნავია, რომ “ახალგაზრდა გამომგონებლების ევროკავშირის 30-ე კონკურსი ", რომელიც ირლანდიის პრეზიდენტმა მაიკლ ჰიგინსმა გახსნა, ევროკომისიის ეგიდით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 38 ქვეყნის 139 წარმომადგენელმა მიიღო. ღონისძიების დასკვნითი ცერემონიალი 2018 წლის 18 სექტემბერს გაიმართა და საპრიზო ადგილის მფლებელებს სიგელები გადასცა ირლადიის უმაღლესი განათლების მინისტრმა მერი მიტჩელ ო კონორმა.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი