უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
მსოფლიო
ეგვიპტეში გუშინ მომხდარი ტერაქტების შედეგად, სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ეგვიპტეს პრეზიდენტმა აბდელ ფათახ ას-სისიმ სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება, გუშინ მომხდარ ორ ტერაქტს, რომლის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ეგვიპტეს ქალაქ ტანტესა და ალექსანდრიის კოპტი ქრისტიანების ტაძრებზე თავდასხმა მოხდა.
ქალაქ ტანტეში წმინდა გიორგის ტაძარში ბომბის ამოქმედების შედეგად 27 მრევლი დაიღუპა.
მოგვიანებით კი, ქალაქ ალექსანდრიაში თვითმკვლელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ტაძრის შესასვლელთან აამოქმედა, მას შემდეგ რაც იგი პოლიციელებმა გააჩერეს.
ტერაქტის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი სამართალდამცველი.
ორივე თავდასხმის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ეგვიპტეში სამდღიანი გლოვა გამოცხდდა.
მონიკა დავლიანიძე