სამართალი


ელისო კილაძე მთავარ პროკურატურას შინაგან საქმეთა მინისტრის საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს
გაზეთ ,,ქრონიკა პლიუსის’’ მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, მთავარ პროკურატურას შინაგან საქმეთა მინისტრის საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.
ჟურნალისტი საჩივარს პროკურატურაში დღეს 14:00 საათზე შეიტანს.
ელისო კილაძის მტკიცებით, გიორგი მღებრიშვილის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლისას აღმოჩნდა დამალული ქონება, რომელიც შს მინისტრს წინა წლის დეკლარაციისგან განსხვავებით აღარ აქვს მითითებული.
ჟურნალისტის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ გიორგი მღებრიშვილს ეკუთვნის საცხოვრებელი ბინა შროშის ქუჩაზე, რომელიც კილაძის ინფორმაციით, მინისტრს გაქირავებული აქვს, მაშინ როდესაც შს მინისტრის საცხოვრებელი სახლისთვის უწყება 6 ათას ლარს იხდის.
"მე ამ წუთებში ვაზუსტებ ინფორმაციას მინისტრის კიდევ ერთ საცხოვრებელი ბინის შესახებ შროშის ქუჩაზე, მრგვალ ბაღთან, რომელიც გიორგი მღებრიშვილს აქვს გაქირავებული. ბუნებრივია ეს ფაქტები გონივრულ ეჭვს იწვევს იმისას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს აქვს არადეკლარირებული ქონება, ეს სცდება ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებს. ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს საქართველოს მთავარი პროკურატურა,“- ამბობს ელისო კილაძე რუსთავი2-თან საუბარში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა
13 აპრილი, 2021 , 13:27

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 993 ფაქტი გამოავლინა
13 აპრილი, 2021 , 11:51
სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
13 აპრილი, 2021 , 11:21

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება
13 აპრილი, 2021 , 10:27

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი დააკავეს
12 აპრილი, 2021 , 15:00

ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავეს
12 აპრილი, 2021 , 15:00