უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

23 ივლისი, 2018 14:25
font-size

EMC და საია პროკურატურას 12 მაისს, კლუბ “ბასსიანში”განხორციელებული უკანონო პირადი ჩხრეკების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)” და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), 12 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული, ერთობლივი ანგარიშის პრეზენტაციას გამართეს.

ანგარიში ეხება, 2018 წლის 12 მაისს, თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ მასშტაბურ საპოლიციო ოპერაციას და მასთან კავშირში განვითარებულ მოვლენებს. ერთობლივ ანგარიშში შეფასებულია კლუბებში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების, პოლიციის მხრიდან კლუბ „ბასსიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშვიდობიანი შეკრების დაშლის და ათეულობით აქციის მონაწილის ადმინისტრაციული წესით დაკავების საკითხები.

როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ, ანგარიში აფასებს მხოლოდ 12 მაისის მოვლენებს და დოკუმენტში ყურადღება არ არის გამახვილებული მომდევნო დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებზე, რომლებიც 12 მაისს განხორციელებულ მასშტაბურ საპოლიციო ღონისძიებებს უკავშირდებოდა.

,,ანგარიშში მოყვანილი შეფასებები ეფუძნება სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის შეფასებას. ანგარიშის ავტორებმა, დოკუმენტზე მუშაობის დროს, დეტალური ახსნა-განმარტება ჩამოართვეს, 12 მაისის მოვლენების მონაწილე, 38 პირს; დაამუშავეს საჯარო უწყებებიდან მიღებული ინფორმაცია; შეისწავლეს ადმინისტრაციული წარმოების მასალები და სხვა ოფიციალური დოკუმენტები.

საკითხების შესწავლის შედეგად, ანგარიშის ავტორებმა 12 მაისის საპოლიციო ოპერაციასთან დაკავშირებული შემდეგი ძირითადი ხარვეზები გამოკვეთეს:

- 12 მაისის საპოლიციო ღონისძიება, ჩატარების დროის, ფორმებისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, ბოლო წლების განსაკუთრებულად მასშტაბურ საპოლიციო ოპერაციას წარმოადგენდა. თანადროულად თბილისის ორ ღამის კლუბში დიდი რაოდენობით პოლიციის, მათ შორის, შეიარაღებული სპეცრაზმის გამოჩენამ ადგილზე მყოფ ადამიანებში შიშის და დაუცველობის შეგრძნება გააჩინა და სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული ძალის დემონსტრირების შთაბეჭდილება შექმნა;

- ღამის კლუბებში ჩხრეკის ჩატარების ნებართვა, 2018 წლის 10 მაისს, გასცა თბილისის საქალაქო სასამართლომ. სასამართლოს გაცემულ განჩინებაში არ არის მითითებული კონკრეტულად რა ნივთის/ობიექტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად მიენიჭა პოლიციას კლუბებში შესვლის უფლება, რაც განჩინების ერთ-ერთი აუცილებელი რეკვიზიტია;

- ჩხრეკის შესახებ სასამართლოს განჩინებაში, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ასევე არ არის დასაბუთებული თითოეულ ღამის კლუბთან მიმართებით ჩხრეკის ჩატარების საფუძვლიანობა. განჩინებაში წარმოდგენილი მსჯელობა აბსტრაქტული და გენერალიზებულია;

- ბუნდოვანია, რა იყო 12 მაისს, ღამის საათებში, კლუბებში პოლიციის შესვლის მიზანი, მაშინ როდესაც 8 პირი, ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების ბრალდებით, პოლიციას კლუბებში შესვლამდე უკვე დაკავებული ყავდა;

- თუკი პოლიციას კლუბების ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის მიზანი ამოძრავებდა, მაშინ გაუგებარი რჩება, რატომ არ ჩაატარა პოლიციამ ჩხრეკა ისეთ დროს, როცა კლუბებში კონკრეტული ღონისძიებები არ იქნებოდა, მითუმეტეს რომ პოლიციამ ჩხრეკის ჩატარების ნებართვა სასამართლოსგან 10 მაისს მიიღო;

- 12 მაისს, ორივე კლუბში ჩხრეკა ჩატარდა ღამის საათებში. კანონმდებლობა ღამის საათებში ჩხრეკის ჩატარებას მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, ჩხრეკის ოქმში გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ აღნიშნული არ არის;

- პრობლემურია ჩხრეკის პროცესში სპეცრაზმის გამოყენების საკითხი. 12 მაისის საპოლიციო ღონისძიებაში სპეცრაზმის ჩართვა ძალის დემონსტრირებად და არაპროპორციულ ღონისძიებად შეიძლება შეფასდეს იმ პირობებში, როცა კლუბის შიგნით შეიარაღებული პირის, ან პოტენციური წინააღმდემგობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა;

- გასაიდუმლოებულია სპეცრაზმის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზა, რაც გამორიცხავს ამ საკითხის სათანადო კონტროლს და მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს უწყების ანგარიშვალდებულებისთვის;

- მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კლუბის ტერიტორიაზე სტუმრების პირადი ჩხრეკა არ ჩატარებულა, კლუბ „ბასსიანზე“ მყოფი რამდენიმე პირის ახსნა-განმარტება მიუთითებს, რომ პოლიციამ 3 პირი ადგილზე გაჩხრიკა, თუმცა აღნიშნული მოქმედება არც ერთ სამართლებრივ დოკუმენტში არ არის აღწერილი;

- კლუბ „ბასსიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სპონტანური შეკრების მონაწილეების მიმართ პოლიცია გამოირჩეოდა აგრესიით. ადგილზე მობილიზებულმა დიდი რაოდენობით სამართალდამცავებმა კლუბის გარეთ მყოფ პირებს არ მისცეს მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა;

- პოლიციამ ფიზიკური ძალის გამოყენებით გაათავისუფლა ტროტუარები და დაშალა სპონტანური აქცია, რომელიც იყო მშვიდობიანი. პოლიციას წინასწარი განმარტებები აქციის მონაწილეებისთვის არ გაუკეთებია და არ მიუცია გონივრული დრო ტერიტორიის მშვიდობიანად დასატოვებლად;

- კლუბ „ბასსიანის“ მიმდინარე აქციისას სამართალდამცავებმა 40-ზე მეტი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათ შორის, აქციის პოტენციური ლიდერები და ორგანიზატორები. პოლიციის მხრიდან მასიური დაკავებების გამოყენება თვითნებობის და საპროტესტო მუხტის განეიტრალების შთაბეჭდილებას ტოვებდა;

- დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითებდა. ადმინისტრაციული დაკავების ოქმები 5 პირის ფიზიკურ დაზიანებებზე მიუთითებს. განსაკუთრებით მძიმეა ერთ-ერთი დაკავებულის საკითხი, რომლის სამედიცინო დოკუმენტაციაშიც მარცხენა ბეჭის ძვლის მოტეხილობა ფიქსირდება;

- კვლევის მიზნებისათვის გამოკითხული პირებიდან არცერთს არ განემარტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი და დაკავების საფუძვლები. ასევე არ განემარტათ უფლებები, მათ შორის, უფლება ჰყოლოდათ ადვოკატი;

- რიგ შემთხვევებში, პოლიციელები, რომლებიც სასამართლოს წინაშე ამტკიცებდნენ კონკრეტულ პირთა მიერ სამართალდარღვევების ჩადენას, უშუალოდ არ მონაწილეობდნენ მათი დაკავების პროცესში და პირადად არ შესწრებიან ამ პირთა მიერ შესაძლო სამართალდარღვევების ჩადენას;

- სასამართლოს მიერ 4 პირის საქმეზე გამოტანილი დადგენილებები შაბლონურია და ეფუძნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმოდგენილ ადმინისტრაციულ დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმებში ასახულ ინფორმაციას;

- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში „მტკიცების სტანდარტის“ არარსებობა, სამართალდამცავ ორგანოებს აძლევს შესაძლებლობას, დაიცვან მტკიცებულებათა წარდგენის მიზნით დასაბუთებულობის მხოლოდ ფორმალური და არა შინაარსობრივი მხარე“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში გამოვლენილი პრობლემების გათვალისწინებით, კვლევის გუნდი შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს სახელმწიფო უწყებებს:

- პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება, 12 მაისს, კლუბ “ბასსიანის” შიდა პერიმეტრზე განხორციელებული უკანონო პირადი ჩხრეკების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით;

- პროკურატურამ ასევე დაიწყოს გამოძიება, 12 მაისს, პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეთა შესაძლო უკანონო დაკავებისა და ძალის გადამეტების შემთხვევებზე;

- შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დეტალურად შეისწავლოს 12 მაისს კლუბ “ბასსიანთან” მიმდინარე სპონტანური აქციის დაშლის ეპიზოდი. შესწავლის პროცესში უნდა დადგინდეს, ვინ მიიღო აქციის დაშლის შესახებ გადაწყვეტილება და რა კონკრეტული ინსტრუქციები მიეცათ სამართალდამცავებს 12 მაისის ღამეს აქციის მართვასთან დაკავშირებით;

- სასამართლო ხელისუფლებამ სათანადო ყურადღება გაამახვილოს ჩხრეკის კანონიერების მაღალი სტანდარტით შემოწმებაზე;

- საქართველოს პარლამენტმა გაატაროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროს ფუნდამენტური რეფორმა და უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო უფლების გარანტიების დაცვა სამართალწარმოების პროცესში;

- შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვოს სპეცრაზმის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები;

- შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიცვას “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონით დადგენილი მოთხოვნები და უარი თქვას, თვითნებურად და დაუსაბუთებლად, ადმინისტრაციული დაკავებების გამოყენებაზე, აგრეთვე ამ გზით შეკრების უფლებით სარგებლობის ხელშეშლაზე;

- შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს თანამშრომელთა დამატებით მომზადება მშვიდობიანი შეკრების მართვის, აქციის ორგანიზატორებთან და მოქალაქეებთან მოლაპარაკებების საკითხებში;

- შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ გაასაჯაროვონ ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შედეგები და დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას 12 მაისს ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგებთან დაკავშირებით;

- ნარკოპოლიტიკის თემით პოლიტიკური მანიპულაციების დასრულების მიზნით, პარლამენტმა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება რეფორმის დაჩქარებულად და მოკლე ვადებში გატარებასთან დაკავშირებით და მხარი დაუჭიროს მაღალი კონსენსუსით მომზადებული რეფორმის კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში უკვე ერთი წელია ინიცირებულია.

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი