უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 ოქტომბერი, 2018 14:30
font-size

EMC დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს და საქმეში მნიშვნელოვან პროცესუალურ და მატერიალურ-სამართლებრივ ხარვეზებზე უთითებს, რომელიც მთლიანობაში დეკანოზის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისა და განაჩენში ბრალდების აშკარად სუსტი დასაბუთების პრობლემას აჩვენებს.

EMC-ის შეფასება არსებითად დეკანოზის სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი სასამართლო განაჩენების სამართლებრივ ანალიზს ეფუძნება და მას სისხლის სამართლის საქმის მასალებისა და სასამართლო პროცესების დეტალური შეფასების შესაძლებლობა არ ქონდა პროცესის დახურულობისა და ბრალდებული პირისა და მისი ადვოკატებისთვის გაუხმაურებლობის პირობის ჩამორთმევის გამო.

,,დამდგარი განაჩენების ანალიზი საქმეში ადამიანის უფლებების დარღვევის რამდენიმე ფუნდამენტურ პრობლემას აჩვენებს, მათ შორის:

საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები კანონის მოთხოვნებისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების უხეში დარღვევით განხორციელდა, რაც მთლიანობაში ამოღებული დანაშაულის საგნის ვალიდურობასა და ნამდვილობას ეჭვს ქვეშ აყენებს.

საქმის განხილვის დროს არსებითად დაირღვა მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი. განაჩენებში სასამართლო ღიად უთითებს დაცვის მხარის ვალდებულებაზე გამამართლებელი მტკიცებულების წარდგენის აუცილებლობის შესახებ, რაც მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრების კონსტიტუციურ პრინციპთან მოდის წინააღმდეგობაში.

საქმეზე ასევე დაირღვა სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპი, რამაც საქმეზე საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობა არსებითად შეამცირა.

პროცესუალური დარღვევების მიღმა პრობლემურია გ. მამალაძისთვის წარდგენილი და სასამართლოს მიერ დადასტურებული ბრალდების სამართლებრივი შეფასების და კვალიფიკაციის საკითხი.

ზემოთ აღნიშნული დარღვევების გათვალისწინებით, EMC მიიჩნევს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებული განაჩენები არ აკმაყოფილებს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს. საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი ხასიათის მტკიცებულება ეროვნული კანონმდებლობისა და ჩხრეკასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა სტანდარტის დარღვევით არის მოპოვებული, რაც მთლიანობაში გ. მამალაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე უთითებს.

საქმეზე საჯაროობის სრულმა და თვითნებურმა შეზღუდვამ ბრალდების მხარე უთანასწორო მდგომარეობაში ჩააგდო და საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, პროცესზე საჯარო კონტროლი შეზღუდა, რაც ცხადია, არსებითად აზიანებს საზოგადოების ნდობას სასამართლოს სისტემის მიმართ.

EMC შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით მხარს დაუჭერს დეკანოზი გ. მამალაძის უფლების დაცვის პროცესს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“, - ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი