უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 ივლისი, 2016 17:13
font-size

ეს დაკავშირებულია კონკრეტულ მოსამართლესთან, რომელმაც თავად უნდა გადაწყვიტოს, რა ფარგლებში გაასაჯაროვებს ამ ინფორმაციას - ქეთევან ერემაძე

საქართველოს მთავარი პროკურატურა უკვე დატოვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ერემაძემ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით გამოიკითხა.

როგორც ერემაძემ ჟურნალისტებს საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ განუცხადა, პროკურატურას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, მან გამოძიებას უთხრა, რომ ზეწოლის შესახებ ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს იქამდე ჰქონდათ, ვიდრე გიორგი პაპუაშვილი ამის შესახებ განაცხადებდა.

„იყო შეკითხვა, რომელიც შეეხებოდა იყო თუ არა ზეწოლა ჩემზე და რა ინფორმაციას ვფლობ სხვა მოსამართლეებთან მიმართებაში. პირადად ჩემზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. გამოძიებას ვუთხარი, რომ ბატონი პაპუაშვილის მიერ მოყვანილი ფაქტები პირველად არ გამიგია. ამის თაობაზე სასამართლოში ინფორმაცია არსებობდა და მქონდა მეც. ინფორმაცია რაც მქონდა, მივაწოდე გამოძიებას, იმიტომ რომ ეს დაკავშირებულია კონკრეტულ მოსამართლესთან, რომელმაც თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რა ფარგლებში გაასაჯაროვებს ამ ინფორმაციას. მე ვერც სახელებს და ვერც გვარებს და ვერც სხვა ფაქტობრივ გარემოებებს ვერ დაგისახელებთ“, - განაცხადა ერემაძემ.

მისივე თქმით, გასული 10 წლის განმავლობაში, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა, მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და ამას მოწმობს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ერემეძეს ვადა ორ თვეში ეწურება.

„არ ვუსმენ არავის და არ ვუსმენ არაფერს. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებებს, ჩემს გადაწყვეტილებებზე პასუხები არის სწორედ გადაწყვეტილებებში, რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ. სულ მცირე ალოგიკურია სახელმწიფოსგან ზეწოლით მიიღო სახელმწიფოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება“, - განაცხადა ერემაძემ.

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი