უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

22 მაისი, 2018 11:20
font-size

ესტონეთის, ჩინეთის, საუდის არაბეთის და კანადის გამოცემები საქართველოს საიუბილეო თარიღის შესახებ ინფორმაციას ავრეცელებენ

ესტონეთის, ჩინეთის და კანადის ცნობილმა გამოცემებმა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის ფარგლებში საქართველოს შესახებ პუბლიკაციები გამოაქვეყნეს. მათში საუბარია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაზე, თანამედროვეობაზე და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

ესტონეთის დიპლომატიურ გამოცემაში „Suursaadik“ გამოქვეყნდა საქართველოს ელჩის, თეა ახვლედიანის ვრცელი ინტერვიუ, სადაც საქართველოს ელჩი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლიან გზაზე და ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანზე საუბრობს. თეა ახვლედიანი პუბლიკაციაში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს თანამედროვეობაზე, მისი განვითარების დინამიკასა და მიღწეულ პროგრესზე. ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველო-ესტონეთის გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობების შესახებ და ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული დამოუკიდებლობისადმი ესტონეთის მხარდაჭერის მნიშველობას.

ჩინურმა ჟურნალმა "ჩაინა დეილი"-მ ასევე გამოაქვეყნა საქართველოს ელჩის, დავით აფციაურის ინტერვიუ სათაურით -„საქართველო „სარტყელისა და გზის“ ფარგლებში ჰაბის სტატუსის დამკვიდრებას სცდილობს“. ინტერვიუში ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ლოჯისტიკური ჰაბი გახდება. მან ასევე ისაუბრა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის და სავაჭრო რესურსების შესახებ. დავით აფციაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების დინამიურობაზე. „ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ორი კონტინენტის გასაყარზე, მეტად ზრდის საქართველოს , როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბაზრების შემაკავშირებელი ხიდის როლს - აღნიშნა საქართველოს ელჩმა, დავით აფციაურმა.

კანადურ ჟურნალში „Ottawa Life Magazine” ასევე გამოქვეყნდა სტატია სათაურით- „მაღალი დონის დიპლომატმა გამოცდილება და ხედვა ჩამოიტანა - მისი გავლენა ოტავაში იგრძნობა“, რომელიც კანადაში საქართველოს ელჩს, კონსტანტინე ქავთარაძეს მიეძღვნა. სტატიაში ავტორი აღწერს საქართველოს ისტორიულ წარსულს, საუბრობს საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და კანადასა და საქართველოს შორის ურთიერთობების პერსპექტივებზე.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საუდის არაბეთის გაზეთ Albilad"-ში გამოქვეყნდა საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას სტატია, სათაურით-"Georgia celebrates the 100th anniversary of Georgia’s First Democratic Republic". სტატიაში ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა ეფუძნებოდა დემოკრატიულ ფასეულობებსა და კანონის უზენაესობის პრინციპს.
გიორგი ჯანჯღავა სტატიაში ხაზს უსვამს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტურიზმი და სამხედრო თანამშრომლობა. ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველო-საუდის არაბეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა საუდის არაბეთის საგარეო უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში საუდის არაბეთის საელჩოს გახსნის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიული წარსულის, საქართველოს იმიჯისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში დაგეგმილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს შესახებ 100 - ზე მეტი საგაზეთო სტატის გამოქვეყნება.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი