უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ოქტომბერი, 2017 16:50
font-size

ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ საპატრიარქო სპეციალურ კომისიას შექმნის - რაზე ისაუბრეს წმინდა სინოდის დახურულ სხდომაზე

წმინდა სინოდის დახურული სხდომის დეტალები გახდა ცნობილი. „რუსთავი 2“-ის „კურიერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე 2 საკითხი განიხილეს.

ერთ-ერთი მათგანი ეხება ე.წ. „ციანიდის საქმეს“. სხდომაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება საპატრიარქოს სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის როგორც „ციანიდის საქმეს“, ასევე მამა გიორგი მამალაძის საეკლესიო მოღვაწეობას. ეს პროცესი წარიმართება საეკლესიო წესების მიხედვით და არ მიიღებს ალტერნატიული გამოძიების სახეს.

ეს იყო პირველი სხდომა ე.წ. „ციანიდის საქმის“ დასრულების შემდეგ.

მეორე განსახილველი თემა ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე სერაფიმე ჯოჯუას დაბრუნება აღმოჩნდა. სინოდის გადაწყვეტილებით, მას ეპარქიაში დააბრუნებენ, თუმცა არა მღვდელმთავრის სტატუსით, არამედ ერთ-ერთ მონასტერში.

შეგახსენებთ, სერაფიმე ჯოჯუა 2016 წლის აპრილიდან აღარ არის ბორჯომისა და ბაკურიანის პიტროპოლიტი. ის თანამდებობიდან ილია მეორესადმი გაგზავნილი პირადი თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. შემდგომ ის გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად დანიშნეს, თუმცა ეს საკადრო ცვლილება გააპროტესტეს იქ მოღვაწე მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა. მათ წერილი გამოაქვეყნეს, სადაც განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელია ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტის დანიშვნა, რადგან მან ბორჯომი „მრევლის მხრიდან უმძიმესი ბრალდებების გამო“ დატოვა. მათ გააფრთხილეს საპატრიარქო, რომ მეუფე სერაფიმეს დამოურჩილებლონას გამოუცხადებდნენ. წერილის საპასუხოდ სერაფიმე ჯოჯუამ უარი თქვა გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის ხელმძღვანელობაზე. მან განმარტა, რომ მარტო ყოფნა და ლოცვა სურს.

წმინდა სინოდის დახურულ სხდომაზე მონაწილე მეუფეებმა საპატრიარქო უკომენტაროდ დატოვეს, მხოლოდ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ დღევანდელი წმინდა სინოდის სხდომა წინ გადადგმული, პოზიტიური ნაბიჯი აღმოჩნდა საქართველოს ეკლესიითვის. მეუფის თქმით, მასზეც ისაუბრეს, თუმცა რამე გაფრთხილება არ მიუღია.

ანა მებურიშვილი

პრემიერ-მინისტრმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

9 მაისი, 2024 , 12:32

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დ

გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, ამ დღეს მინდა, ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს მშვიდობა ვუსურვო - შალვა პაპუაშვილი

9 მაისი, 2024 , 11:55

გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავიანთი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს კაცობრიობის უსასტიკეს მტერზე გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს

ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თემურ კუპატაძე

8 მაისი, 2024 , 17:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კუპატაძის განცხადებით, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენ

არა რუსულ კანონს! - 11 მაისს, 16:00 საათზე, თბილისში მშობლების მარში გაიმართება

8 მაისი, 2024 , 14:59

11 მაისს, 16:00 საათზე თბილისში რუსული კანონის გასაპროტესტებლად "მშობლების მარში" გაიმართება. აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ შეიკრიბებიან წერეთლის გამზირზე, "ექსპო ჯორჯიასთან", 19:00 საათზე კი მარშით შეუერთდე

საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ბულინგი - შალვა პაპუაშვილი

8 მაისი, 2024 , 14:53

საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ზეწოლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის

ლიტერატურულ გამოცემა `არილი,` კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, იხურება

8 მაისი, 2024 , 12:14

გამოცემა „არილი,“ კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, იხურება. როგორც გამოცემის განცხადებაში წერია, ეს გადაწყვეტილება კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი