უკან

კონფლიქტის ზონა

19 ოქტომბერი, 2018 14:50
font-size

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 45-ე რაუნდის შესახებ იმსჯელეს

18 ოქტომბერს, ვენაში, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 45-ე რაუნდი იქნა განხილული.

საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 9-10 ოქტომბერს გამართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდის შესახებ.

როგორც საქართველოს განცხადებაში აღინიშნა, გასულ რაუნდზე ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფაზე, აგრეთვე, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაზე.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 10 წლისთავის გათვალისწინებით, ხაზი გაესვა ჟენევის ფორმატისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებაში. აღინიშნა, IPRM-ის მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნეის აუცილებლობა.

ქართული მხარის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, აშშ-მ და ასევე, მონაწილეებმა საქართველოდან ხაზი გაუსვეს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშად დარღვევის ფაქტს და მოუწოდეს მოსკოვს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულებისკენ, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების გაყვანისაკენ. ამის ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურების და შესრულების, ისევე, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე.

მუდმივი საბჭოს სხდომის მონაწილეებს ეცნობათ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა გალის რაიონში მიმდინარე ეთნიკური დისკრიმინაცია და გალისა და ახალგორის ქართულ სკოლებში განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვა. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებებით მოსკოვი ახორციელებს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის რუსიფიკაციის მიზანმიმართულ პოლიტიკას.

ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენდა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობა. თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან მოუწოდეს რუსეთსა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს ამ საკითხზე მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობისკენ.

ხსენებულ საკითხზე სხდომაზე განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის (ასევე იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის, მონტენეგროს, ალბანეთის, ისლანდიის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, მოლდოვის, ლიხტენშტეინი, სან მარინოსა და უკრაინის სახელით), აშშ-ს, შვეიცარიისა და უკრაინის დელეგაციებმა.

ამომსვლელებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მიმართ; შეშფოთება გამოითქვა IPRM-ის გალის შეხვედრის შეჩერებისა და სექტემბერში, ერგნეთში შეხვედრის ჩაშლასთან დაკავშირებით, რაზეც მოუწოდეს ყველა მხარეს განაახლონ მექანიზმის რეგულარული შეხვედრები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. დელეგაციებმა აღნიშნეს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო-ს შეღწევის აუცილებლობა. გამომსვლელებმა გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ევროკავშირის დელეგაციის განცხადებით, რუსეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში სამხედროების განთავსებითა და ადგილზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებით. ევროკავშირმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს რეგიონებში გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, მათ შორის ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის, უკანონო დაკავებებისა და აფხაზეთის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის თაობაზე. აგრეთვე, დელეგაციამ აღნიშნა, რომ გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვა და აფხაზეთში შემოღებული ე.წ. „დოკუმენტები“, ხელყოფს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.

აშშ-ს დელეგაციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა შეშფოთება რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, ამ კონტექსტში, აშშ-ის მხარემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ სამხედრო ძალების 2008-წლამდე პოზიციებზე გაყვანისა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მნიშვნელობას.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი