უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

19 ივლისი, 2021 15:52
font-size

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ვლადიმირ ზელენსკის საოკუპაციო ხაზთან სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტის დროს შეუერთდა, მას უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და გაუზიარა საკუთარი ხედვა „ბორდერიზაციის“ მიმდინარე ქმედებების შესახებ, რომლებსაც უარყოფითი გავლენა აქვს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ადამიანის უფლებებზე.

„მისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 478- დღიანი დახურვის შემდეგ, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე რეგულარული მოძრაობისთვის, ენგურის ხიდის კონტროლირებადი გადასასვლელის ხელახლა გახსნა არის დადებითი მოვლენა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების მეტ თავისუფლებას იძლევა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, თუ როგორ გააუარესა COVID-19-ის პანდემიამ ადგილზე ჰუმანიტარული მდგომარეობა და გაართულა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოხატა მადლიერება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი სადამკვირვებლო წარმომადგენლობის მუშაობის მიმართ. მან ასევე მადლიერება გამოხატა ინფორმაციული ვიზიტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი