უკან

პოლიტიკა

13 ივლისი, 2017 11:45
font-size

ევროპული გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალს განაპირობებს - გიორგი კვირიკაშვილი

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ოკუპაციამ, ისევე, როგორც რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში და აღნიშნული რეგიონების მილიტარიზაციამ დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" გახსნაზე.

კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში და აღნიშნა, რომ ეს არის ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში, ნდობის აღდგენასა და ვითარების ესკალაციის პრევენციაში.

"თქვენ იცით, რომ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. იცით, რომ ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ამ მხრივ დიდი დატვირთვა აქვს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარეობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ჩართულობის პროგრამებსა თუ სხვა სახის მხარდაჭერას. სამწუხაროდ, ამ ძალისხმევის მიუხედავად, ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება კვლავ ძალიან რთულია. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ოკუპაციამ, ისევე, როგორც რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში და აღნიშნული რეგიონების მილიტარიზაციამ დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში", - აღნიშნა კვირიკაშვილმა

მისი თქმით, რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პერმანენტულ ხასიათს ატარებს საოკუპაციო ხაზის გამაგრება მავთულხლართებით, ხელოვნური ბარიერებითა თუ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნებით.

"მაქსიმალურად არის შეზღუდული თავისუფალი გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე, იხურება ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, კვლავაც გრძელდება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის საბაბით ადამიანების დაკავებისა და გატაცების ფაქტები. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევას და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას. ამ ფონზე, ცხადია, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდირება, რათა რუსეთმა მკაფიო გზავნილი მიიღოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, მშვიდობიანი გზით მოწესრიგების აუცილებლობასთან დაკავშირებით.

უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა კიდევ უფრო ეფექტიანი, ხოლო სამშვიდობო პროცესი თანამიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული იყოს. ამ საქმეში, ტრადიციულად, გადამწყვეტი როლი ენიჭება ევროკავშირის პროაქტიულ ჩართულობას.

მინდა დღეს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მოგმართოთ ყველას და განსაკუთრებულად გავუსვა ხაზი, რომ ეს ჩვენთვის უმთავრესი, ნომერ პირველი საკითხია. ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ჩვენ ყველა მექანიზმს ავამუშავებთ, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ, ყველა მშვიდობიან გზას მივმართავთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ საქართველოს ერთიანობას და გავათავისუფლოთ ჩვენი მომავალი თაობა ამ უმძიმესი მემკვიდრეობისგან’’, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველო კვლავაც ურყევად გააგრძელებს სვლას ევროკავშირისკენ. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის გზა, რომელიც ყველასგან, მთავრობისგან, პოლიტიკური ძალებისგან, საზოგადოებისაგან მოითხოვს დიდ ძალისხმევას და შემართებას.

"ჩვენ მზად ვართ ამისთვის, რადგან კარგად ვიცით, რომ ევროპული გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალს განაპირობებს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

გენდერული კვოტირების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს უკვე მიმართა

18 აპრილი, 2024 , 12:41

პრეზიდენტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას ხელი არ მოაწერა და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. პრეზიდენტის ვეტო განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა

ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

18 აპრილი, 2024 , 11:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, ბეტინა ბუგანის შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი