სამართალი
ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციაზე ექვსი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციაზე ექვსი პირი დააკავეს.
უწყებაში ამბობენ, რომ ექვსივე ადმინისტრაციული წესითაა აყვანილი.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი ფეხბურთის ფედერაციის შენობაში პეტარდების შეყრის გამო დააკავეს.
,,ლევან კობიაშვილი გვემუქრებიოდა, რომ გაგვანადგურებდა. განადგურების ნაცვლად დააჭერინა ჩვენი თანამებრძოლები“, - განაცხადა ,,ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ.
მისივე ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი, ლადო სადღობელაშვილი.
ცნობისათვის, ფეხბურთის ფედერაციასთან აქციას „ქართული მარშის“ წარმომადგენლები მართავენ და ფედერაციის მიერ გურამ კაშიას მხარდაჭერას აპროტესტებენ.
საუბარია, საფეხბურთო მატჩზე, სადაც გურამ კაშიამ ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით ითამაშა.