პოლიტიკა
ფოკუსირებულები ვართ რუსეთის განგრძობად აგრესიასა და შესაძლებლობაზე დაემუქროს, ძირი გამოუთხაროს და შეიჭრას მეზობელ ქვეყნებში - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჰიზერ ნაუერტის განცხადებით, რუსეთი მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც ემუქრება.
შესაბამისი განცხადება მან Twiiter-ზე გამოაქვეყნა.
“NATO დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე როდესმე იყო, ცივი ომის შემდეგ. დღეს ჩვენ ფოკუსირებულები ვართ რუსეთის განგრძობად აგრესიასა და შესაძლებლობაზე დაემუქროს, აიძულოს, ძირი გამოუთხაროს და შეიჭრას მეზობელ ქვეყნებში. რუსეთი დესტაბილიზაციურ როლს თამაშობს უკრაინაში, საქართველოსა და სირიაში. NATO არის სამხედრო თავდაცვითი ალიანსი, რომელსაც ემუქრებიან”, – წერს ნაუერტი.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის ახლად დანიშნული სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომელიც ალიანსის გენერალურ მდივანს ხვდება. მოლაპარაკებების მთავარი თემა რუსეთიდან მომავალი საფრთხეებზე NATO-ს საპასუხო ნაბიჯებია.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
30 იანვარი, 2026 , 19:12
ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი
30 იანვარი, 2026 , 14:00
ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:16
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:05
მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:22
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:11


