უკან
სამართალი
24 სექტემბერი, 2020 17:10
ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,ფოთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 37,240 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.