უკან

კონფლიქტის ზონა

4 აპრილი, 2018 10:55
font-size

გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რათა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე - სუს-ი

საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ საფრთხეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების არსებობა წარმოადგენს, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაფორმალური ანექსიის მიმდინარე პროცესი, მზარდი მილიტარიზაცია, ოკუპირებული ტერიტორიების მიზანმიმართული იზოლაცია, უკანონო დაკავებები და ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მთავარ გამოწვევად რჩება.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დადგინდეს სიმართლე და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მიმდინარე წლის 22 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მომხდარმა ფაქტმა, რასაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა და ჩვენი ქვეყნის ორი მოქალაქის უკანონო დაკავება მოჰყვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დადგინდეს სიმართლე და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესები ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არაოფიციალური ანექსიის პოლიტიკას ეტაპობრივად ახორციელებს. აღნიშნულის ნათელი მაგალითია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დადებული „მოკავშირეობის“ ე.წ. შეთანხმებების პრაქტიკული განხორციელებისკენ გადადგმული ნაბიჯები. განსაკუთრებით ხაზგასასმელია 2017 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთისა და დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი „საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის“ შექმნა, ქ. სოხუმში 2017 წლის პირველ ნოემბერს რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პუნქტის გახსნა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადასვლის ფაქტები. 2017 წლის 9 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გამართული უკანონო „რეფერენდუმის“ შედეგად კი, ცხინვალის რეგიონს სახელწოდება შეეცვალა და რუსეთის ფედერაციაში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის („ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია“) მსგავსად, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა-სახელმწიფო ალანია“ დაერქვა, რაც ცხინვალის რეგიონის რუსეთთან ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას და საქართველოს სახელმწიფოებრივი სივრციდან მის სრულად მოწყვეტას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ოკუპირებული რეგიონების კვლავაც მაღალი ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბიუჯეტზე ანექსიური პოლიტიკის ჭრილშია განსახილველი.

„ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაცია ინსტიტუციონალურ დონეზე სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. სუვერენიტეტს ეტაპობრივად აუქმებს. ნათლად გამოჩნდა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში, ოფიციალური მოსკოვის სტრატეგიულ მიზანს დე ფაქტო უწყებების სერვისებსა და ფუნქციებზე (ე.წ. საზღვრის დაცვა, „საბაჟო მომსახურება“, „სამართალდამცავი უწყებების“ ფუნქციონირება, ე.წ. თავდაცვის უწყების მუშაობა) სრული ეფექტური კონტროლის დამყარება წარმოადგენს. ანექსიური პოლიტიკის ჭრილშია განსახილველი ოკუპირებული რეგიონების კვლავაც მაღალი ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბიუჯეტზე. არსებული მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, რუსეთის ფედერაციიდან მიღებული ფინანსური დახმარების წილმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 48 % (88 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო ცხინვალის რეგიონის „ბიუჯეტში“ დაახლოებით 90 % (121 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება ნოყიერ ნიადაგს ქმნის უკანონო ფინანსური ოპერაციების განხორციელებისთვის. ამ მხრივ, გამოსაყოფია ბოლო პერიოდში დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის ე.წ. ლიდერების გააქტიურება უკრაინაში, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებთან თანამშრომლობის კუთხით. აღნიშნული მიმართულებით ნიშანდობლივია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსული საბანკო სექტორის წარმომადგენლობის ოპერირება, რომელიც არსებული ინფორმაციით, შესაძლებელია, ზემოხსენებულ უკანონო ფინანსურ ოპერაციებში აქტიურად იყოს ჩართული. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი ოდენობით მობილიზებული რუსული სამხედრო კონტინგენტი, ოკუპირებული რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია და ინტენსიური სამხედრო წვრთნები წარმოადგენს იმ მასშტაბის საფრთხეს, რომელიც აზიანებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებას. 2017 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დისლოცირებული რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სამხედრო სწავლება ჩაატარეს“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი