უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 დეკემბერი, 2018 16:05
font-size

გასაკეთებელს გავუკეთებ...არ ვაპატიებ არავის ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას - ქორეპისკოპოსი იაკობი მეუფე პეტრეს ემუქრება

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიერ ილია მეორისადმი გაჟღერებულ კრიტიკას ქორეპისკოპოსი იაკობი მუქარით გამოეხმაურა.

TV პირველთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, სასულიერო პირმა მეუფე პეტრე მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტი ეკლესიაში ავტორიტეტს არ წარმოადგენს.

„თვითონ ხომ უნდა იცოდეს, შიგნით რა ავტორიტეტია, რა. ახლა, თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ავტორიტეტია, ეს სხვა რაღაცაა, მაგრამ ჩვენთან მაგი ხო რაღაც ავტორიტეტი უნდა იყოს, ხო? აბსოლუტურად არაა ავტორიტეტი ჩვენთან“, - განაცხადა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

ქორეპისკოპოსმა იაკობმა ასევე განაცხადა, რომ მეუფე პეტრეს „გასაკეთებელს გაუკეთებს“, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა ამაში.

„მე, შეიძლება, პირადად რაღაც გავუკეთო. ახლა არ ვილაპარაკებ, მაგრამ გასაკეთებელს გავუკეთებ. არ ვაპატიებ არავის ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას, ვინც არ უნდა იყოს“, - აღნიშნა სასულიერო პირმა.

მისივე თქმით, მეუფე პეტრეს განცხადება რუსეთის ნაკარნახევია.

„ვფიქრობ, რომ რუსების შემოთავაზება არის, რომ ჩვენი ეკლესია დააკნინონ, პატრიარქს დაარტყან, იმას დაარტყან. მე არც რუსეთი არ მაინტერესებს, არც კონსტანტინოპოლი, პირდაპირ გეტყვით, ქართველი ვარ და ჩემი საქართველოს ეკლესიის ინტერესი მაინტერესებს,“- განაცხადა ქორეპისკოპოსმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ჭყონდიდის მიტროპოლიტს სასულიერო სტატუსი ჩამოერთვას, ქორეპისკოპოსმა უპასუხა, რომ ეს მეუფე პეტრეზეა დამოკიდებული.

“როგორც იქცევა, თუ არ შეინანა… ბასილ მკალავიშვილი უფრო პატიოსანი კაცია, ვიდრე მაგი, როგორც იქცევა, პირდაპირ გეუბნებით… მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც არ დაუშვებს, რომ ვიღაცებმა „გააპრავონ“ მაგი, რა… ეკლესიაში მე სიტყვა მეთქმის. თუ მოვინდომე, გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია რა, რომ იცოდეთ“, - აღნიშნა ქორეპისკოპოსმა.

გუშინ მეუფე პეტრემ “ტვ პირველის” ეთერში პატრიარქი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ 27 დეკემბერს გამართულ სინოდის სხდომაზე დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ. ჭყონდიდის მიტროპოლიტის განმარტებით, მას შემდეგ, რაც მამალაძის საქმეს სასამართლოს ყველა ინსტანცია განიხილავდა, სინოდს საქმის შემსწავლელი კომისია უნდა შეექმნა. ჭყონდიდის მიტროპოლიტის თქმით, გუშინდელ სხდომაზე დეკანოზის საკითხი სინოდის წევრებს საერთოდ არ განუხილავთ.

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:43

გერმანიის ელჩი გუშინ პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საზოგადოებამ კი არა, მე როგორ შევხედო, ის ვეღარ გამიგია. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შ