უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 სექტემბერი, 2018 13:05
font-size

Global Finance-მა კობა გვენეტაძე 2018 წლის საუკეთესო ცენტრალურ ბანკირებს შორის დაასახელა

მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2018 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემა - Global Finance - ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, ცენტრალური ბანკების მმართველთა შეფასებას ატარებს და წლიურ ანგარიშსაც (Central Banker Report Cards) აქვეყნებს, სადაც საუკეთესო ცენტრალურ ბანკირებს ავლენს.

აღსანიშნავია, რომ Global Finance-ის მიერ დაჯილდოება ფართოდ არის აღიარებული საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში და დაჯილდოებული პირებისა და ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს.

ბანკირების შეფასება ძირითადად მონეტარული და სავალუტო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებს, მათ შორის, ინფლაციის კონტროლს, საპროცენტო განაკვეთების მართვასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ Global Finance-მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის შეფასებაში წელს პირველად ჩართო და, ამ კრიტერიუმების მიხედვით, ის A- შეფასებით ცენტრალური ბანკის მმართველების იმ ელიტარულ კლუბში მოხვდა, რომელთაც A და A- შეფასება მიიღეს. 13 ოქტომბერს, ინდონეზიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში სწორედ ამ 18 საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება, სადაც მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც არის მიწვეული.

2018 წლის Central Banker Report Cards-ში 90 ცენტრალური ბანკირი შეფასდა (85 ქვეყნის და 5 რეგიონალური ცენტრალური ბანკის მმართველები) და მისი სრული ვერსია ოქტომბერში გამოქვეყნდება. "ცენტრალური ბანკების მმართველები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან, ისეთების როგორიცაა რაოდენობრივი შერბილების პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა თუ ეკონომიკის დაცვა პოლიტიკური ძვრებისაგან. ჩვენი შეფასებები ავლენს სახელმწიფო ფინანსური სექტორის იმ ლიდერებს, რომლებიც აღნიშნული გამოწვევების ფონზე ინარჩუნებენ სადავეებს და წინ მიიწევენ, მაგრამ, ასევე მათაც, ვისაც უჭირთ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცვლილებებთან შეგუება", - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

1987 წელს დაარსებული Global Finance დღეს მიმოქცევაშია 193 ქვეყანაში, 50,000-იანი ტირაჟით. ჟურნალის მკითხველებს შორის არიან მულტიეროვნულ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი უფროსი კორპორაციული და ფინანსური მენეჯერები. ჟურნალის ვებგვერდზე - GFMag.com - ქვეყნდება ანალიტიკური და მიმოხილვითი სტატიები, რომლებიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე 31-წლიანი გამოცდილების შედეგია. Global Finance შტაბ-ბინა ნიუ-იორკშია განლაგებული და ჟურნალს გააჩნია წარმომადგენლობები მთელ მსოფლიოში. Global Finance ყოველწლიურად ირჩევს ბანკებისა და ფინანსური მომსახურების სხვა პროვაიდერების საუკეთესო წარმომადგენლებს. Global Finance-ის ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის ხარისხის ერთგვარ სტანდარტს წარმოადგენს.

Global Finance-ის პრესრელიზი იხილეთ შემდეგ ბმულზე:

https://d2tyltutevw8th.cloudfront.net/media/document/global-finances-central-banker-report-cards-201-1534514458.pdf

NS

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი