უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

17 ნოემბერი, 2018 13:45
font-size

გორში 14 წლის წინ დაკარგული ბიჭის ცხედარს ეძებენ

გორში სამართალდამცველები 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის ძებნას განაგრძობენ.

სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორია პოლიციას აქვს შემოსაზღვრული. ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად, 2004 წელს გაუჩინარებული ზაქრო ბერძენიშვილის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან.

ჯერჯერობით სამართალდამცველები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ ინფორმაციას, რომ გორში, კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე, სწორედ 2004 წელს გაუჩინარებული 11 წლის მოზარდის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გაუჩინარებული ბავშვის ოჯახის წევრები საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა, სავარაუდოა, რომ 9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ სამართალდამცველებს 14 წლის გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელად სწორედ ეს ტერიტორია მიუთითა და ახლა იქ სამძებრო ღონისძიება მიმდინარეობს.

იაგო ნებიერიძის სახაზინო ადვოკატის, მაია გრიგოლიშვილის თქმით, მას გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული და საკითხის დეტალებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.

„მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტულად რა მტკიცებულებებია საქმეში, ამაზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ხელწერილი მაქვს, არ გავამჟღავნო საქმესთან დაკავშირებული არანაირი ინფორმაცია“, - განაცხადა გრიგოლიშვილმა.

იურისტის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციიდან გამომდინარე, დამატებით განცხადებას ვერ გააკეთებს. მას არ დაუკონკრეტებია, აღიარა თუ არა იაგო ნებიერიძემ 14 წლის წინ ჩადენილი დანაშაული.

„ჩემთვის არ არის ცნობილი და შესაბამისად, ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, მე მეტს ვერაფერს ვერ გიპასუხებთ. არ საუბრობს არანაირ საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა უფლებადამცველმა.

ზაქრო ბერძენიშვილის სამძებრო სამუშაოები 2004 წელსაც მიმდინარეობდა, როდესაც ბავშვი დაიკარგა. ძებნის პროცესებში ჩართული იყვნენ კინოლოგები. ძაღლმა კვალი სწორედ კულტურისა და დასვენების პარკის მიმართულებით აიღო და კვალი სწორედ იმ ადგილას დაკარგა, სადაც დღეს სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი