უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ოქტომბერი, 2024 12:15
font-size

გვაქვს სია, როგორ არიან გადანაწილებული ძალოვნები სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე - გიორგი ბოტკოველი

გვაქვს სია, როგორ არიან გადანაწილებული ძალოვნები სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე, მათი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, მაგრამ როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა, არ ვასაჯაროებთ, პოლიციელებს კი მოვუწოდებ, ნუ ჩაიდენთ დანაშაულს, რადგან ეს, პირველ რიგში, თქვენი ოჯახის შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

"გაგაცნობთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუ როგორ ექცევა და შეურაცხყოფს ბიძინა ივანიშვილი პოლიციელებს და ზოგადად, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. ჩვენ გვაქვს მატერიალურად მოწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ არიან განაწილებული თბილისა და სხვადასხვა რეგიონებში ჯარისკაცები, პოლიციელები, საპატრულო პოლიციისა და სხვა დეპარტამენტების თანამშრომლები, თუ როგორ არიან ისინი გადანაწილებული სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, საცხოვრებელი მისამართის მიხედვით და როგორ აიძულებენ მათ ტანდემში იმუშაონ სხვადასხვა სახის ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან, რათა მოხდეს ადამიანების დაშინება, პირადობის მოწმობების ამოღება და იძულება იმისთვის, რომ გააფერადონ 41 ნომერი. მე მინდა მივმართო ყველა პოლიციელს, ყველა იმ ძვირფას ადამიანს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ქვეყანას: პოლიციელს უნდა ესმოდეს, რომ ეს არის მისი მუნდირის შეურაცხყოფა.

მე, როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, არ გავავრცელებ მათ სიებს, რომელიც მაქვს, სხვათა შორის, შიდა წყაროებიდან მოწოდებული, სადაც ჩანს, როგორ არიან ისინი გადანაწილებული სხვადასხვა მისამართზე და როგორ აიძულებს მათ ხელმძღვანელობა, ჩაიდინონ დანაშაული.

ძვირფასო პოლიციელებო, ჯარისკაცებო, საპატრულო, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებო, სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლებო! მათ შორის, ჩემო მეგობრებო, მაგალითად, თელავსა და კახეთის სხვა რეგიონში, რომლებსაც გაიძულეს, რომ ჩამოსულიყავით, კარდაკარ გევლოთ და გეიძულებინათ მოქალაქეები, რომ მათ მხარი არ დაეჭირათ ოპოზიციისთვის, ეს არის დანაშაული და მინდა მოგიწოდოთ, არ ჩაებათ ამ დანაშაულში, რადგან მისი ჩადენა შეურაცხყოფს, პირველ რიგში, თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს და ემუქრება მათ ევროპულ მომავალს, რომლისთვისაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

საქართველოში არასოდეს ყოფილა დასავლეთის მიმართ ასე მტრულად განწყობილი მთავრობა - უილიამ კორტნი

23 ოქტომბერი, 2024 , 12:57

საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში არასოდეს ყოფილა დასავლეთის მიმართ ასე მტრულად განწყობილი მთავრობა - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ American Enterprises In

4 დღეში 26 ოქტომბერია და საქართველოს მოქალაქეებს ამ დღეს გეძლევათ ძალა დაასრულოთ ეს სამარცხვინო და საშიში რუსი ოლიგარქის მმართველობა ამ ქვეყანაში - ანა ნაცვლიშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 12:18

ზუსტად 4 დღეში 26 ოქტომბერია და საქართველოს მოქალაქეებს ამ დღეს გეძლევათ ძალა დაასრულოთ ეს სამარცხვინო და საშიში რუსი ოლიგარქის მმართველობა ამ ქვეყანაში და დავიწყოთ ძლიერი, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა, - ამის შესა

ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის პოლიტიკური საკითხები არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან შემდეგ, ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია - პაველ ჰერჩინსკი

22 ოქტომბერი, 2024 , 12:06

ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის პოლიტიკური საკითხები არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან შემდეგ, ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა 13,7%-მდე შემცირდა, ოთხ წელიწადში კი 4% იქნება, ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ევროკავშირის 21 ქვეყანას აქვს - შალვა პაპუაშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 11:53

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა 13,7%-მდე შემცირდა, ოთხ წელიწადში კი ოთხი პროცენტი იქნება, ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ევროკავშირის 21 წევრ ქვეყანას აქვს, – ამი

ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია, ბიძინა ივანიშვილს ვადა გაუვიდა - გიორგი ვაშაძე

22 ოქტომბერი, 2024 , 11:46

საზოგადოებას ვეუბნები, გუშინ ბიძინა ივანიშვილის ყველა განცხადება, მისი საუბარი მიუთითებს, რომ მან კარგად იცის, რომ მარცხდება არჩევნებში და კიდევ ერთი,  ნერვიულობს, რომ დიდძალ ქონებას კარგავს, - ასე ეხმაურება “

ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ აშშ-ის ელჩთან შეხვედრას, უკვე მოვილაპარაკეთ ამაზე - ბიძინა ივანიშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 09:20

ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, კარგად გაიხსენებენ ჩემს დამოკიდებულებას. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ, ომის დასრულების პარალელურად, აუცილებლად