უკან

პოლიტიკა

22 ოქტომბერი, 2024 12:06
font-size

ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის პოლიტიკური საკითხები არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან შემდეგ, ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია - პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის პოლიტიკური საკითხები არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან შემდეგ, ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი პატივს სცემს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს.

„შემიძლია, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენ, ევროკავშირი პატივს ვცემთ ნებისმიერ არჩევანს, რასაც ქართველები გააკეთებენ. ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის პოლიტიკური საკითხები არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან არჩევნების შემდეგ. ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია. ჩვენ ხმამაღლა და ნათლად განვაცხადეთ, ველოდებით, რომ მომავალი არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, არჩევნები იქნება სრულად ინკლუზიური, სრულად გამჭვირვალე და სრულად კონკურენტუნარიანი“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

ამასთან, ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ევროპელ პარტნიორებთან ვაჭრობისა და ინვესტიციის შეჩერება, რაზეც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა:

„საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში ივნისში შეჩერდა, ეს იყო ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება. ჩვენ შევწყვიტეთ საქართველოს ფინანსური დახმარება, შეჩერებულია 120 მილიონის ღირებულების მიმდინარე პროგრამები. თქვენი, ქართველების გადასაწყვეტია, როგორი მომავალი გსურთ თქვენი ქვეყნისთვის. ამ დროისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო, დაახლოების ნაცვლად, შორდებოდა ევროკავშირს.“

4 დღეში 26 ოქტომბერია და საქართველოს მოქალაქეებს ამ დღეს გეძლევათ ძალა დაასრულოთ ეს სამარცხვინო და საშიში რუსი ოლიგარქის მმართველობა ამ ქვეყანაში - ანა ნაცვლიშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 12:18

ზუსტად 4 დღეში 26 ოქტომბერია და საქართველოს მოქალაქეებს ამ დღეს გეძლევათ ძალა დაასრულოთ ეს სამარცხვინო და საშიში რუსი ოლიგარქის მმართველობა ამ ქვეყანაში და დავიწყოთ ძლიერი, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა, - ამის შესა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა 13,7%-მდე შემცირდა, ოთხ წელიწადში კი 4% იქნება, ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ევროკავშირის 21 ქვეყანას აქვს - შალვა პაპუაშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 11:53

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა 13,7%-მდე შემცირდა, ოთხ წელიწადში კი ოთხი პროცენტი იქნება, ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ევროკავშირის 21 წევრ ქვეყანას აქვს, – ამი

ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია, ბიძინა ივანიშვილს ვადა გაუვიდა - გიორგი ვაშაძე

22 ოქტომბერი, 2024 , 11:46

საზოგადოებას ვეუბნები, გუშინ ბიძინა ივანიშვილის ყველა განცხადება, მისი საუბარი მიუთითებს, რომ მან კარგად იცის, რომ მარცხდება არჩევნებში და კიდევ ერთი,  ნერვიულობს, რომ დიდძალ ქონებას კარგავს, - ასე ეხმაურება “

ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ აშშ-ის ელჩთან შეხვედრას, უკვე მოვილაპარაკეთ ამაზე - ბიძინა ივანიშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 09:20

ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, კარგად გაიხსენებენ ჩემს დამოკიდებულებას. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ, ომის დასრულების პარალელურად, აუცილებლად

ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც გთავაზობთ როგორც გამდიდრების გზებს, ასევე სამართლიან სასამართლოს და, ზოგადად, სამართლიანი წესრიგის მოწყობის გზებს - ალექსანდრე რაქვიაშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 09:09

ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც გთავაზობთ როგორც გამდიდრების გზებს, ასევე სამართლიან სასამართლოს და, ზოგადად, სამართლიანი წესრიგის მოწყობის გზებს, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე

არჩევნების მოგება არ არის გადამწყვეტი, ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ავკრძალოთ და მოვიშოროთ - ბიძინა ივანიშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 09:03

უნდა აიკრძალოს ის ვინც, ხალხის  და ქვეყნის მტერია, ამის უამრავი მაგალითია მსოფლიოში. „ქართული ოცნება“ არის გასაგები, გამჭვირვალე, პატრიოტული ძალა, თუ ვინმეს სურვილი აქვს, მყისიერად ხდ