უკან

პოლიტიკა

22 ოქტომბერი, 2024 12:18
font-size

4 დღეში 26 ოქტომბერია და საქართველოს მოქალაქეებს ამ დღეს გეძლევათ ძალა დაასრულოთ ეს სამარცხვინო და საშიში რუსი ოლიგარქის მმართველობა ამ ქვეყანაში - ანა ნაცვლიშვილი

ზუსტად 4 დღეში 26 ოქტომბერია და საქართველოს მოქალაქეებს ამ დღეს გეძლევათ ძალა დაასრულოთ ეს სამარცხვინო და საშიში რუსი ოლიგარქის მმართველობა ამ ქვეყანაში და დავიწყოთ ძლიერი, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“გუშინ მოვისმინეთ რუსი ოლიგარქის ინტერვიუ და უკლებლივ ყველამ ამ ქვეყანაში დაინახა, რომ ივანიშვილი უკვე არის ამ ქვეყნის წარსული. ეს სუსტი და შეშინებული კაცი ვერ იქნება მომავალი, მითუმეტეს ამ ქვეყნის მომავალი"- ამბობს ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ქვეყნისთვის საშიში და ამავე დროს სამარცხვინოა.

„ჩვენ, “ძლიერი საქართველო”, არ ვაპირებთ, რომ საქართველო შევატოვოთ ადამიანს, რომლის მდგომარეობაც ჩვენი ქვეყნისთვის არის საშიში და ამავე დროს, უკიდურესად სამარცხვინო.

ივანიშვილი არის წარსული, “ძლიერი საქართველო” კი, საარჩევნო ნომრით 9 არის წარსულის რეალური ალტერნატივა, და, სწორედ, ამიტომ ეშინია ივანიშვილს განსაკუთრებით ჩვენი კოალიციის.

ეს გუშინდელ ინტერვიუშიც კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ივანიშვილს ეშინია ჩვენი კოალიციის, მას ეშინია 9 ნომრის იმიტომ, რომ მისგან განსხვავებით ჩვენ “ძლიერი საქართველო” არ ვემსახურებით ოკუპანტის ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ინტერესებს. მას ეშინია ჩვენი იმიტომ, რომ ივანიშვილისგან განსხვავებით, ჩვენ ვაპირებთ შევასრულოთ ის დაპირებები, რომლებსაც ვაძლევთ ჩვენს ამომრჩეველს და ამავე დროს, ზუსტად ვიცით როგორ უნდა გავაკეთოთ ეს.

ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ უნდა გავხადოთ ეს ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ჩვენ ზუსტად ვიცით როგორ უნდა შევქმნათ საქართველოში საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 000 სამუშაო ადგილი სამართლიანი ანაზღაურებით და ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხანდაზმულ ადამიანებს ამ ქვეყანაში ჰქონდეთ 1000-ლარიანი პენსია და ღირსეული სიბერე.

აი, ამიტომ ეშინია მას განსაკუთრებით ჩვენი “ძლიერი საქართველოსი”, რომელიც არის წარსულის რეალური ალტერნატივა. ზუსტად 4 დღეში არის 26 ოქტომბერი და საქართველოს მოქალაქეებს ამ დღეს გეძლევათ ძალა დაასრულოთ ეს სამარცხვინო და საშიში რუსი ოლიგარქის მმართველობა ამ ქვეყანაში და დავიწყოთ ძლიერი, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა,” - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის პოლიტიკური საკითხები არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან შემდეგ, ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია - პაველ ჰერჩინსკი

22 ოქტომბერი, 2024 , 12:06

ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის პოლიტიკური საკითხები არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან შემდეგ, ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა 13,7%-მდე შემცირდა, ოთხ წელიწადში კი 4% იქნება, ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ევროკავშირის 21 ქვეყანას აქვს - შალვა პაპუაშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 11:53

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა 13,7%-მდე შემცირდა, ოთხ წელიწადში კი ოთხი პროცენტი იქნება, ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ევროკავშირის 21 წევრ ქვეყანას აქვს, – ამი

ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია, ბიძინა ივანიშვილს ვადა გაუვიდა - გიორგი ვაშაძე

22 ოქტომბერი, 2024 , 11:46

საზოგადოებას ვეუბნები, გუშინ ბიძინა ივანიშვილის ყველა განცხადება, მისი საუბარი მიუთითებს, რომ მან კარგად იცის, რომ მარცხდება არჩევნებში და კიდევ ერთი,  ნერვიულობს, რომ დიდძალ ქონებას კარგავს, - ასე ეხმაურება “

ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ აშშ-ის ელჩთან შეხვედრას, უკვე მოვილაპარაკეთ ამაზე - ბიძინა ივანიშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 09:20

ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, კარგად გაიხსენებენ ჩემს დამოკიდებულებას. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ, ომის დასრულების პარალელურად, აუცილებლად

ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც გთავაზობთ როგორც გამდიდრების გზებს, ასევე სამართლიან სასამართლოს და, ზოგადად, სამართლიანი წესრიგის მოწყობის გზებს - ალექსანდრე რაქვიაშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 09:09

ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც გთავაზობთ როგორც გამდიდრების გზებს, ასევე სამართლიან სასამართლოს და, ზოგადად, სამართლიანი წესრიგის მოწყობის გზებს, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე

არჩევნების მოგება არ არის გადამწყვეტი, ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ავკრძალოთ და მოვიშოროთ - ბიძინა ივანიშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 09:03

უნდა აიკრძალოს ის ვინც, ხალხის  და ქვეყნის მტერია, ამის უამრავი მაგალითია მსოფლიოში. „ქართული ოცნება“ არის გასაგები, გამჭვირვალე, პატრიოტული ძალა, თუ ვინმეს სურვილი აქვს, მყისიერად ხდ