სამართალი
„ჰაბ ჯორჯიამ“ პროკურატურას საქართველოს რკინიგზაში მამუკა ბახტაძის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით მიმართა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰაბ ჯორჯიამ“ პროკურატურას რკინიგზის და უშუალოდ მისი ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით მიმართა.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ვასო ურუშაძის თქმით, საუბარია სავარაუდო კორუფციულ სქემაზე და რკინიგზის არაფორმალურ მმართველებზე. ორგანიზაციის შეფასებით, საეჭვო სქემები უშუალოდ გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის მფარველობით ხორციელდებოდა.
ურუშაძის განცხადებით, იმ პერიოდში, როდესაც მამუკა ბახტაძე საქართველოს რკინიგზის მმართველი იყო, რკინიგზაში იკვეთებოდა კორუფციული და მონოპოლიური სქემები.
„ჩვენ არა ერთხელ მივმართეთ საქართველოს რკინიგზას, თუ რატომ ქმნიდა ის მონოპოლიურ სქემებს სარკინიგზო გადაზიდვებში, რა ინტერესი ქონდა საქართველოს რკინიგზას, იმიტომ რომ ამით ზარალდებოდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს რკინიგზა და საქართველოს სახელმწიფო. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ინტერესი არის რკინიგზის მაღალჩინოსნების კორუფციული და პირადი ანგარების ინტერესები. საქართველოს რკინიგზის მაღალჩინოსნებზე გავლენა აქვთ არაფორმალურ მმართველებს, ეს არაფორმალური მმართველები არიან უჩა მამაცაშვილი, ყოფილი გენერალური პროკურორი ფარცხალაძე.
რა არაფორმალური მართვაც არ უნდა იყოს, უშუალოდ დამნაშავეები ამ შემთხვევაში არიან ის პირები, ვინც ექცევიან ამ არაფორმალური გავლენის ქვეშ“,- განმარტა ურუშაძემ.
მონიკა დავლიანიძე