უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

29 ივნისი, 2022 12:47
font-size

იატაკის გათბობის უპირატესობები

იატაკის გათბობა თანამედროვე ინტერიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც საცხოვრებელი სახლს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. ეგრეთ წოდებული ,,თბილი იატაკი” მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გათბობის სისტემაა, რომელიც არერთი უპირატესობით, რადიატორების გამოყენებაზე მოთხოვნას ამცირებს. განვიხილოთ ის ძირითადი უპირატესობები, რაც იატაკში დამონტაჟებული გათბობის სისტემის პოპულარობას განაპირობებს.

სახლს ათბობს თანაბრად

იატაკის გათბობის გამოყენებისას სახლში სითბო თანაბრად ნაწილდება, რადგან რადიატორული სისტემა კონვექციის მოდელით მუშაობს და თბილი ჰაერი ცირკულაციას ქვემოდან ზევით იწყებს. როდესაც ოთახში რადიატორები მონტაჟდება ეს პროცესი ნელდება და სითბოს დიდი მოცულობა სწორედ ამ მოწყობილობასთან არის თავმოყრილი. იატაკის გათბობის გამოყენებისას, მილები მთელი იატაკის პერიმეტრზეა განაწილებული, შესაბამისად ინტერიერი თანაბრად თბება და ადამიანის სიმაღლეზე სითბო დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება.

არ იკავებს სივრცეებს

ინტერიერში ხშირად რადიატორებისთვის გამოყოფილი ადგილი იკარგება და მისი ათვისება სხვა მიზნით უკვე შეუძლებელი ხდება. ამიტომ ხშირად პატარა ბინაში სივრცის არასწორ გადანაწილებამდე მივდივართ. იატაკის გათბობის მონტაჟისას სრული სისტემა იატაკის საფარის ქვეშ თავსდება, ოთახში კი მხოლოდ მოცემულია თერმოსტატი, რომელიც ტემპერატურას არეგულირებს. შედეგად იღებთ თავისუფალ სივრცეს და ინტერიერის მოსაწყობადაც ბარიერები არ გექმნებათ. თერმოსტატი საშუალებას გაძლევთ, რომ ტემპერატურა თქვენი სურვილის მიხედვით დაარეგულიროთ და მეტი კომფორტი ნაკლები დანახარჯებით მიიღოთ.

უსაფრთხოა

იატაკის გათბობის მილები მყარი საფარის ქვეშ არის განლაგებული, რაც მათ დაზიანებას თავიდან გვაცილებს. მსგავსი ტიპის გათბობის სისტემების გარანტია 50 წელია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ დაზიანების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. იატაკში მოთავსებული მილების დაზიანება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურად, მექანიკური ხერხებით. იატაკის გათბობა საწვავის ხარჯს 20-30%-მდე ამცირებს, რადგან წყლის მაქსიმალური ტემპერატურა იატაქვეშა გათბობით სარგებლობისას გაცილებით უფრო დაბალია (45 გრადუსს არ აღემატება).

თერმოინდუსტრიის იატაკის გაბთობის მაღალხარისხიანი სისტემები

მაღალხარისხიანი სისტემების შერჩევისას უმჯობესია პროფესიონალების რეკომენდაციები გაითვალისწინოთ და თქვენი ინვესტიცია ხანგრძლივ პერიოდზე გათვალოთ. იატაკის გათბობა თერმოინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა, რადგან კომპანია ათეულობით წელია ზრუნავს ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილებასა და ბაზრისთვის ეფექტური ასორტიმენტის შეთავაზებაზე. ევროპული წარმოების გათბობის ქვაბები, მილები და მაკომპლექტებელი მასალები გათბობის სისტემების ეფექტურ, ეკონომიურ და უსაფრთხო მუშაობას განაპირობებს. კომპანიის ტექნიკური გუნდი პროცესის ზუსტ დაგეგმვასა და მონიტორინგს უზრუნველყოფს, რათა თერმოინდუსტრიასთან დაწყებული ურთიერთობა ნებისმიერი მომხმარებლისთვის სასარგებლო და სასიამოვნო პროცესად იქცეს.

თბილისში მაქსიმ მრვიცას მეორე კონცერტი გაიმართა

28 აპრილი, 2025 , 16:34

თბილისში ვირტუოზი ხორვატი პიანისტის,  მაქსიმ მრვიცას მეორე კონცერტი  გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: “Sparks”  და  “Culture Forever”. სახელოვანი მუსიკოსი საქა

თბილისში ლეგენდარული „SNAP-ის“ კონცერტი გაიმართა

31 მარტი, 2025 , 13:08

საქართველოში ლეგენდარული მუსიკალური ჯგუფის - „SNAP-ის“ პირველი კონცერტი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს კულტურის ცენტრის შვილობილი კომპანიის - „Blue Horses-ის“ ორგანიზებით „რესპუბლიკა ივენთ

Easyjet Traveller თბილისის შესახებ სტატიას ავრცელებს

14 თებერვალი, 2025 , 11:14

,,10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“, - ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი საბორტო ჟურნალ Traveller-ში საქართველოს დედაქალაქის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და იმ მიზეზების შესახებ წერს, რატო

საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული გახდა

18 ნოემბერი, 2024 , 08:39

საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა,რომელიც გიგა კუხიანიძემ დაწერა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მა

ქართველი ლეგენდები „მილანის’ ლეგენდებმა დაამარცხეს

23 სექტემბერი, 2024 , 08:02

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური საფეხბურთო კლუბის, „მილანის“ ლეგენდების მატჩი თბილისში სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ამხანაგურ შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. თამაშის ძირითადი დრო ფ

`დიასპორები იერუსალიმისკენ` - ისრაელის წარმოდგენა თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე

9 სექტემბერი, 2024 , 15:35

თბილისში ს. ახმეტელის თეატრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფესტივალში, ისრაელი, ესპანეთთან, გერმანიასთან, თურქეთთან, მაკედონიასთან და რუმინეთთან ერთად, პირველად მიიღებს მონაწილეობას როგორც კამერულ, ასევე სოლო სპექტაკლებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი