უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

24 ნოემბერი, 2023 12:38
font-size

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს.

როგორც მომღერალმა სასტუმრო "ფაინ ასტორიაში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი ქართველ მსმენელთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდება.

"შევასრულებ ყველა ჰიტს, რომელიც ასე ძალიან გიყვართ. საქართველო საოცარი ქვეყანაა და მიხარია, რომ აქ ვარ", - აღნიშნა ალ ბანომ.

მისივე თქმით, 6-7 წლიდან მღერის და, ფუტკრის მსგავსად, ენერგიასაც აქედან იღებს. როგორც მომღერალმა " მედიანიუსის" კითხვის პასუხად აღნიშნა, საქართველოში ადგილობრივი სიმღერები უკვე მოისმინა და ძალიან მოიხიბლა.

"თქვენმა მუსიკამ სარდინიის მუსიკა გამახსენა. როცა მას კარგად ჩავუღრმავდები, ქართული სიმღერები ჩემი საყვარელი უცხოენოვანი სიმღერების კოლექციაში თავის ადგილსაც დაიმკვიდრებს", - თქვა ალ ბანომ.

როგორც "ცხოვრება მშვენიერიას" დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ესაკიამ განაცხადა, ალ ბანოს მუსიკას დღესაც ისევე აქტიურად და ინტერესით უსმენენ, როგორც 50-55 წლის წინ. მის ლეგენდარულობასაც სწორედ ეს გარემოება განაპირობებს. კონცერტი საქველმოქმედო იქნება და შემოსული თანხის დიდი ნაწილი "ფერადი ქალაქის - აუტიზმის ეროვნული ცენტრის" მშენებლობას მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ამავე ფონდის ორგანიზებით თბილისში იტალიური ჯგუფის - "რიკი ე პოვერის" - საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, საიდანაც შემოსული თანხა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს ჩაერიცხა.

საქველმოქმედო ფონდი "ცხოვრება მშვენიერია" 2014 წელს შეიქმნა და დღემდე უამრავ ადამიანს დაეხმარა.

ალ ბანო ქართველი მაყურებლის წინაშე ფონდის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით წარდგება. 25 ნოემბერს კი მის კონცერტს რესტორანი "ქვევრი" უმასპინძლებს.

რობერტო ფონსეკას კონცერტი თბილისში სრული ანშლაგით ჩატარდა

6 მაისი, 2025 , 12:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “თბილისი რიტმი”  4 მაისს ვირტუოზი კუბელი პიანისტის, რობერტო ფონსეკას კონცერტით გაიხსნა. მან თავის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ახალი ალბომი “L

თბილისში მაქსიმ მრვიცას მეორე კონცერტი გაიმართა

28 აპრილი, 2025 , 16:34

თბილისში ვირტუოზი ხორვატი პიანისტის,  მაქსიმ მრვიცას მეორე კონცერტი  გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: “Sparks”  და  “Culture Forever”. სახელოვანი მუსიკოსი საქა

თბილისში ლეგენდარული „SNAP-ის“ კონცერტი გაიმართა

31 მარტი, 2025 , 13:08

საქართველოში ლეგენდარული მუსიკალური ჯგუფის - „SNAP-ის“ პირველი კონცერტი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს კულტურის ცენტრის შვილობილი კომპანიის - „Blue Horses-ის“ ორგანიზებით „რესპუბლიკა ივენთ

Easyjet Traveller თბილისის შესახებ სტატიას ავრცელებს

14 თებერვალი, 2025 , 11:14

,,10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“, - ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი საბორტო ჟურნალ Traveller-ში საქართველოს დედაქალაქის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და იმ მიზეზების შესახებ წერს, რატო

საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული გახდა

18 ნოემბერი, 2024 , 08:39

საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა,რომელიც გიგა კუხიანიძემ დაწერა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მა

ქართველი ლეგენდები „მილანის’ ლეგენდებმა დაამარცხეს

23 სექტემბერი, 2024 , 08:02

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური საფეხბურთო კლუბის, „მილანის“ ლეგენდების მატჩი თბილისში სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ამხანაგურ შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. თამაშის ძირითადი დრო ფ