უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
სამართალი
ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა
ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატმა სააპელაციოში გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წინასარ პატიმრობაში დარჩა.
მან განცხადება უკვე დაარეგისტრირა.
სააპელაციო სასამართლომ სარჩელი 78 საათში უნდა განიხილოს. ადვოკატი ჩხვირკიას დაკავების პოლიტიკურ მოტივებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ სასამართლომაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ იკვეთება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს მერაბ ღოღობერიძის ადვოკატიც.
ცნობისათვის: ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით 23 აპრილს დააკავეს.
ორივე მათგანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 25 აპრილს შეუფარდა. სასამართლო განხილვა 20 ივნისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
ნინო ექვთიმიშვილი