უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 მაისი, 2017 18:00
font-size

იუსტიციის საბჭომ ამ ჯერზეც ვერ უზრუნველყო საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად ნაბიჯების გადადგმა - „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“

ასოციაცია - „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ ეხმაურება იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა და სასამართლოს თავმჯდომარეთა დანიშვნის პროცესს და მიიჩნევს, რომ საბჭომ ამ ჯერზეც ვერ უზრუნველყო საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად ნაბიჯების გადადგმა. აღნიშნულის შესახებ საუბარია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

,,სიახლე არ არის, რომ მოქმედი საბჭოს საკადრო პოლიტიკა მიმართული იყო განსხვავებული აზრის ღიად დამფიქსირებელი მოსამართლეების განდევნისა და სისტემაში უკონკურენტო გარემოს შენარჩუნებისკენ. მიუხედავად საკანონდებლო ცვლილებისა, რომლითაც საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა განსხვავებულად მოწესრიგდა, იუსტიციის საბჭომ მაინც შეძლო და პროცესი სრულად წინასწარშექმნილი განწყობებით წარმართა, მაქსიმალურად „ისარგებლა“ ყველა იმ საკანონკმდებლო ხარვეზით, რომელიც მას სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აძლევდა.

მოქმედი კანონმდებლობით, მოსამართლეობის კანდიდატი შეირჩევა ორი ძირითადი კრიტერიუმის - კეთილსინდისიერებისა და კომპენტენტურობის - საფუძველზე. თითოეულ ამ კრიტერიუმთან დაკავშირებულია გარკვეული მახასიათებლები, კეთილსინდისიერია კანდიდატი, თუ იგი გამოირჩევა დამოუკიდებლობით, მიუკერძოებულობით, მისთვის მნიშვნელოვანია პიროვნული კეთილსინდისიერება და ხელმძღვანელობს პროფესიული სინდისით და კანდიდატის განვლილი ცხოვრება ადასტურებს მის მაღალ პიროვნულ და პროფესიულ რეპუტაციას. კომპენტენტურობის კრიტერიუმის, მახასიათებლების მიხედვით კანდიდატს მოეთხოვება სამართლის ნორმების ცოდნა, უნდა გააჩნდეს კომპენტენცია, სამართლებრივი დასაბუთების, წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარები, პროფესიული თვისებები, კანდიდატს დადებითად წარმოაჩენს აკადემიური მიღწევები და პროფესიული აქტივობა.

მოსამართლეთა უკანასკნელი შესარჩევი კონკურსის ფარგლებში კეთილსინდისიერებისა და კომპენტენტურობის კრიტერიუმების, ან მათგან ერთ-ერთის დაუკმაყოფილებლობის გამო, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაიწუნა 24 კანდიდატი. საგულისხმოა, რომ მათ შორის არიან მრავალწლიანი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილების მქონე პირები, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები. საბჭოს გადაწყვეტილებისადმი ცალსახა უნდობლობას იწვევს თუნდაც ის ფაქტი, რომ სხვა წარმატებულ პროფესიონალთან ერთად, არაკეთილსინდისიერად და არაკომპეტენტურად შეფასდა მაგალითად, მთავარი პროკურატურის საგამოძებო ნაწილის პროკურორი, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას უჭერს მხარს არაერთ საზოგადოებისთვის საინტერესო საქმეზე, მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრის სახელმწიფო ბრალმდებელი იყო. ამ სიაში არიან ასევე მრავალწლიანი სამოსამართლო გამოცდილების მქონე პირები, რომელთა რეპუტაცია არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ საზოგადოების მხრიდან. ისინი განსაკუთრებული პროფესიული ნდობით სარგებლობდნენ მხარეთა და მათ დამცველ ადვოკატთა შორის. სწორედ ამ პრინციპულობის გამო, იუსტიციის საბჭოს იმდროინდელმა შემადგენლობამ მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების და მოსამართლეთა რეზერვის ინსტიტუტის დამსჯელ ღონისძიებად გამოყენების გზით ერთ შემთხვევაში სხვა სასამართლოში მიავლინა, ხოლო სხვა შემთხვევაში პირდაპირ ჩამოაშორა სამოსამართლო საქმიანობას. იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულების მხრიდან სკოლის წარმატებით დასრულება უნდა ადასტურებდეს მათი ცოდნის მოსამართლეობის კვალიფიკაციასთან შესაბამისობას, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული სკოლის არსებობას აზრი ეკარგება. საუბარი არ შეიძლება იყოს მათ კეთილსინდისიერებაზეც, იმ პირობებში, როდესაც თავად საბჭომ შეარჩია ისინი კონკურსის საფუძველზე და ჩარიცხა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. მათ შორის არიან ადამიანები, ვინც პედაგოგიურ საქმიანობას ეწევიან სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა მოტივები გამოსჭვივის ცალკეულ კანდიდატთა მოსამართლედ დანიშვნის თუ ზემდგომ ინსტანციაში გადაყვანის გადაწყვეტილებებიდან და ეს მოტივები ძალიან ხშირ შემთხვევაში არ არის ნაკარნახევი კეთილსინდისიერების ან კომპენტენტურობის კრიტერიუმებთან კანდიდატის შესაბამისობა/შეუსაბამობით. მაგალითად, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ განმწესდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, რომელსაც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ათწლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული მხოლოდ 250 საქმის განხილვაში (უცნობია მათ შორის რომელიმეში მაინც თუ მონაწილეობდა მომხსენებელ მოსამართლედ), ხოლო მის პროფესიული პასუხისმგებლობაზე მეტყველებს თუნდაც უკანასკნელ პერიოდში, შიდა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცეული საქმის დიდი პალატის მიერ განხილვაში მონაწილეობისგან, შვებულებით სარგებლობის მოტივით თავის არიდება.

სასამართლოს დატვირთულობის გათვალისწინებით, ამ მოსამართლის მიერ განხილულ საქმეთა რაოდენობაზე მნიშვნელოვნად მეტ საქმეს ყოველწლიურად იხილავს ნებისმიერი ინსტანციის თითოეული მოსამართლე. შეიძლება ითქვას, რომ მას ერთი წელიც კი არ ჰქონია სასამართლო სისტემის მოსამართლეთა ჩვეულებრივი დატვირთვა, პრაქტიკულად 10 წლიდან მინიმუმ 9 წლის განმავლობაში სამოსამართლო უფლებამოსილება არ განუხორციელებია. ამ ვითარებაში და სამოსამართლო პრაქტიკის უქონლობის პირობებში შეუძლებელია განსაზღვრა, თუ რითი ხელმძღვანელობდა საბჭო კანდიდატის კეთილსინდისიერების და კოპეტენტურობის კრიტერიუმებით შეფასებისას. უფრო მეტიც, იუსტიციის საბჭოს 12 წევრის გადაწყვეტილებით, ეს მოსამართლე 5 წლის ვადით თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა. თავისთავად საეჭვოა სააპელაციო სასამართლოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნიდან რამდენიმე დღეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ თანამდებობის პირადი განცხადებით დატოვების ფაქტი. იუსტიციის საბჭომ ერთხმად დააკმაყოფილა განცხადება ისე, რომ მის მიმართ კთხვა არ გასჩენია, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც განცხადებაში მითითებული მიზეზი – კონკრეტული საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვა – გაცილებით ადრეც არსებობდა, როდესაც საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განჩინებაზე საჩივარს განიხილავდა იგივე სააპელაციო სასამართლო. იმ დროს, მოქმედ თავმჯდომარეს საზოგადოების ეჭვების გასაქარწყლებლად გადადგომა არ უფიქრია.

გაუგებარია ასევე, რა კრიტრიუმით დაინიშნა, ან რატომ აქამდე არ ინიშნებოდა მოსამართლედ კანდიდატი, რომელიც უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ყველა კონკურსში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ვერასოდეს აგროვებდა საჭრო ხმებს.

აღიარებული ფაქტია ქვეყანაში მოსამართლეთა სიმცირე და მათი არანორმალური დატვირთულობა. ამ ვითარების გამოსასწორებლად პრაქტიკულად არ მოქმედებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუ კანდიდატი აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების და კომპენტენტურობის კრიტერიუმებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის შეეფერება მოსამართლის თანამდებობას, მაგრამ იუსტიციის საბჭო ამ ლეგიტიმური ლოგიკის წინააღმდეგ წასვლასაც არ მოერიდა და თავად საბჭოს მხრიდან კეთილსინდისერად და კომპეტენტურად მიჩნეული, ორი კონკურენტი კანდიდატიდან არც ერთი არ დაინიშნა არა ვაკანტურ ადგილზე არსებული კონკურენციის, არამედ საბჭოს წევრთა უმეტესობის მიერ ბიულეტენების გაბათილების გამო.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქცა ცალკეულ პირთა ვიწრო ინტერესების სარბიელად. ეს კი გამორიცხავს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპენტენტური სასამართლო სისტემის შექმნის შესაძლებლობას. იუსტიციის საბჭოს 8 წევრს მიმდინარე წლის ივნისში ეწურება უფლებამოსილების ვადა. ვადის მიწურულს ნაჩქარევი და არათანმიმდევრული საკადრო გადაწყვეტილებების მიღება, ერთი მხრივ, უფრო აღრმავებს ეჭვებს იუსტიციის საბჭოს წევრთა ობიექტურობასა და სასამართლოს და საზოგადოების ინტერესის გათვალიწინებით მოქმედებების მიმართ, ხოლო მეორე მხრივ აზიანებს სასამართლოს ავტორიტეტს და მისადმი საზოგადოების ნდობას’’, - ნათქვამია განცხადებაში.

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი