სამართალი
კადრები, რითაც აპელირებს გურამ დონაძე, დამონტაჟებულია სამჯერ და მეტჯერაც - ზაზა ბაქრაძე
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, შსს-ს ყოფილი მაღაჩინოსანი ზაზა ბაქრაძე აცხადებს, რომ ვიდეოკადრები, რომელიც საქმეში მტკიცებულებად არის წარდგენილი, გურამ დონაძის დავალებით დამონტაჟდა.
მისი თქმით, კადრები რომ გაყალბებულია, ეს ფაქტია.
„გურამ დონაძე აპელირებს, თითქოს მოყავდათ არაერთ პოლიციის თანამშრომელი, პატრულის თანამშრომელი და თითქოს ეს ინფორმაცია არც ერთს არ დაუდასტურებია, შეშინებულები არიან ეს პატრულის თანამშრომლები. კადრები, რითაც აპელირებს გურამ დონაძე, დამონტაჟებულია სამჯერ და მეტჯერაც. ისინი დამონტაჟდა გურამ დონაძის დახმარებით”, – განაცხადა ზაზა ბაქრაძემ პირველ არხთან საუბარში.
მისივე თქმით, იარაღები, რომელიც შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ზურაბ მიქაძემ მიიტანა.
ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ვიდეო ექსპერტი დაიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულება – ვიდეოჩანაწერი, მონტაჟის წესით არის მიღებული.