უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ივლისი, 2017 12:20
font-size

კედლები, რომლებიც აგებულია უსამართლობისა და სხვისი ჩაგვრის საფუძველზე, ისე დაინგრევა, როგორც დაინგრა ევროპაში - გიორგი მარგველაშვილი

არც ერთი ნაბიჯი, არც ერთი მეტრი იმ მიწის, რომელსაც სრულიად უკანონოდ უკეთებს ოკუპაციას რუსეთის ფედერაცია, არც ერთი შემთხვევა ასეთი ბარიერის გავლებისა, არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა არა მარტო ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენ მიერ, არამედ თქვენ მიერაც, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მცოცავ ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს პრობლემატიკა, რომლის მომსწრენიც თქვენ ყველანი, ალბათ, ამ დღეებში ხართ, როდესაც ხდება, გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, როდესაც კომენტარები ამ მცოცავ ოკუპაციასთან მიმართებაში არის აღვსილი ცინიზმით და სწორედ დაძაბულობის შემტანია რეგიონში. ამ ფორმატში საქართველო ამ პრობლემატიკის მიმართაც გამოირჩევა უდიდესი პასუხისმგებლობით და მოთმინების უნარით. ჩვენი დამოკიდებულება იმ ისტორიულ უსამართლობასთან, რომელიც სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში ხდება ჩვენგან - როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის სახით, ამ საკითხის მიმართაც ჩვენ გვაქვს სწორედაც რომ ევროპული სტანდარტის, ევროპულ ღირებულებებსა და გამოცდილებაზე დამყარებული დამოკიდებულება.

ჩვენ ვამბობთ, რომ უსამართლობის კედლები, კედლები, რომლებიც აგებულია უსამართლობისა და სხვისი ჩაგვრის საფუძველზე, ისე დაინგრევა, როგორც დაინგრა ეს კედლები ევროპაში, მოთმინების, საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმალური რეალიზაციის და მშვიდობიანი პროცესის შედეგად. მაგრამ, ამავე დროს ჩვენ ჩვენს მეგობრებს მოვუწოდებთ, ვიყოთ უაღრესად პრინციპული, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. არც ერთი ნაბიჯი, არც ერთი მეტრი იმ მიწის, რომელსაც სრულიად უკანონოდ უკეთებს ოკუპაციას რუსეთის ფედერაცია, არც ერთი შემთხვევა ასეთი ბარიერის გავლებისა, არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა არა მარტო ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენ მიერ, არამედ თქვენ მიერაც, ჩვენო კოლეგებო და მეგობრებო, იმიტომ, რომ ასეთი უსამართლობა არ მთავრდება ხოლმე იქ, სადაც ის ხდება. ყოველთვის ასეთ უსამართლობას, უსამართლოდ გავლებულ „საზღვრებსა“ და კედლებს მოჰყვება თავისი ექო სხვა შემთხვევებში, ამიტომ ყოველთვის ჩვენ ვართ მზად ვიყოთ ძალიან პრინციპულები და მოველით ხოლმე თქვენგანაც ძალიან ნათელ და მკაფიო შეფასებას იმ პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია პრივილეგირებული ინტერესის სფეროების პოლიტიკის ფარგლებში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო არავის პრივილეგირებული ინტერესის სფერო არ არის, საქართველო არის ევროპული ქვეყანა.

„ჩვენი 26 წლოვანი ახალი სახელმწიფოს ისტორია სწორედ ეს მცდელობაა - ევროპული კულტურის ქვეყანა და ხალხი ჩამოყალიბდეს ევროპული პოლიტიკური კულტურის ფარგლებში, ჩამოყალიბდეს ევროპული პოლიტიკური ინსტიტუტების ფარგლებში და ჩამოყალიბდეს ისეთ პოლიტიკურ ველზე, როგორც ხორციელდება ევროპულ ქვეყნებში და ევროპულ პოლიტიკურ ცივილიზაციაში. ამ მიმართულებითაც, ბუნებრივია, ჩვენ არა ზოგადად იდეალებზე საუბარი, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ გადაწყვეტილებაში რეალური დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების განხორციელება გვმართებს. არ შეიძლება ვილაპარაკოთ პოლიტიკურ კულტურაზე სადღაც მომავალში. პოლიტიკური კულტურა, დემოკრატიული არჩევანი არის დღეს და აქ და ამ თვალსაზრისითაც თქვენთან თანამშრომლობა, თქვენთან ერთად ამ პროცესის გაღრმავება არის ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხის შეკვეთის მაქსიმალური მსახურება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ნინო ექვთიმიშვილი

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&