უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
არქივი
სამართალი
ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს სახე დაეკარგა - გია ცაგარეიშვილი
პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გია ცაგარეიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა საკოსნტიტუციო სასამართლოს სახე დაეკარგა.
ამის შესახებ ცაგარეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ოთარ სიჭინავას მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
„ამ ყველაფერში ამჟამინდელ და იმჟამინდელ ხელისუფლებას, ორივეს წვლილი მიუძღვის. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სახე დაეკარგა. იგი ნაკლებად ქმედუნარიანი ყოფილიყო და საბოლოოდ, ჩვენ ყველანი ერთად დავზარალდით- დაწყებული მოსამართლეებით, შატალისტი მოსამართლეებით, რომლებიც ემალებიან მართლმსაჯულების განხორციელებას და არ მიდიან სხდომათა დარბაზში, დამთავრებული ჩვენით“,-განაცხადა ცაგარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ სიჭინავას განცხადებით, ე.წ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, კერძოდ, განიხილებოდა თუ არა ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში რეგლამენტის დარღვევით-არანაირი სამუშაო ჯგუფი არ შექმნილა, როგორც ამას სასამართლოს რიგი მოსამართლე აცხადებს.
მისივე თქმით, პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ გახმაურებული საქმეების განხილვისგან ორი მოსამართლის აცილება მომხდარიყო.
სიჭინავა აღნიშნავს, რომ სანამ აღნიშნული საკითხზე სასამართლოს პლენუმი არ იმსჯელებს, რუსთავი2-ის, გიგი უგულავასა და ე.წ კაბელების საქმის განხილვა არ გაგრძელდება.
მონიკა დავლიანიძე