უკან
უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
არქივი
სამართალი
21 მარტი, 2023 17:54
სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობები აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 8-20 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“, კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა.
უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 38 543,54 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (საერთო ჯამი: 403,58 გრამი) ნაკეთობები გამოვლინდა.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ფულადი ჯარიმა ჯამში 38 543,54 ლარის ოდენობით შეეფარდათ.