უკან

სამართალი

26 იანვარი, 2017 18:10
font-size

კიევის სააპელაციო სასამართლოს შემოქმედი ბიძინა ივანიშვილია - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კიევის სააპელაციო სასამართლოს შემოქმედი, რომელმაც ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე წინასწარ პატირმობაში დატოვა - ბიძინა იავნიშვილია.

ამის შესახებ სააკაშვილმა მედიას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„ამ სასამართლოს შემოქმედი არ არის უკრაინა, ამ სასამართლოს შემოქმედი რუსეთიც კი არ არის. ამ სასამართლოს შემოქმედი არის ივანიშვილი, რომელმაც მთელი პირადი ინფორმაცია საქართველოს სამხედროებზე გადასცა საქართველოს მტერს ოპერაციების ჩამონათვალით: - თუ ვინ რომელ ბრიგადაში მსახურობდა, ვინ როდის სად იყო და ვინ რაზე შეიძლება დაადანაშაულო. ამაზე მეტი დანაშაული რა უნდა ჩაედინა“,-განაცხადა სააკაშვილმა.

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რა განსხვავებაა გია ცერცვაძისა და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ჯარისკაცების გია კრიალაშვილისა და როინ შავაძის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს შორის, ექს-პრეზიდენტმა უპასუხა ჟურნალისტს, რომ „ თუ ამ ადამიანებს შორის განსხვავებას ვერ ხედავთ, ეს „იმედის“ პრობლემაა და არა ჩემი“.

„საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ვინც ხელში აიღო იარაღი, ის არის მოღალატე. თუ თქვენ ვერ ხედავთ განსხვავებას საქართველოს წინააღმდეგ იარაღის ამღების, რუსეთთან მოთანამშრომლე, გრუ-სთან მოთანამშრომლე, მათ აგენტებს შორის და საქართველოს დამცველის შორის-ეს არის „იმედის“ პრობლემა და არა ჩემი. აქ ლაპარაკია ბიჭებზე, რომლებმაც სისხლი დაღვარეს საქართველოს დასაცავად რუსეთისგან. თქვენ მეკითხებით, რომ რა განსხვავებაა მათ შორის? უკაცრავად, საქართველოს წინააღმდეგ ვინც აიღო იარაღი ხელში, ყველა არის საქართველოს მტრის ინტერესის დამცველი და საქართველოს მტერი. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ნუ აყენებთ შეურაცხყოფას იმ ხალხს, ვინც საქართველოს იცავდა, მათი შედარება ნებისმიერი სხვასთან - ეს არის მცნებების აღრევა“,-განაცხადა სააკაშვილმა.

კიევის სააპელაციო სასამართლომ 15 იანვარს დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ამის მიზეზად სასამართლოს პირველი ინსტანციიდან დოკუმენტაციის გადმოცემის დაგვიანება დასახელდა.

გიორგი ცერცვაძის მომდევნო პროცესი 3 თებერვალს გაიმართება.

მონიკა დავლიანიძე

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი