უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 ივლისი, 2025 13:32
font-size

კომუნიკაციების კომისიამ „TV პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ ახალი ამბების გადაცემისას მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის სამართალდამრღვევებად ცნო

კომუნიკაციების კომისიამ „TV პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ ახალი ამბების გადაცემისას მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის სამართალდამრღვევებად ცნო და სამივე მაუწყებელი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, მედიების წინააღდეგ საჩივარი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ შეიტანა.

„საჩივრით დადგინა, რომ მაუწყებლებმა ახალი ამბების გაშუქების მომენტში საკუთარი პოზიცია გამოხატა, რაც ეწინააღმდეგება მაუწყებლობის მიუკერძოებლობის პრინციპს და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს არღვევს.

ამასთან ერთად, საჩივარში ასევე სადავოდ იყო გამხდარი „TV პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციაც, რა შემთხვევაშიც, კანონის თანახმად, იდენტური სამართლებრივი რეგულაციები ვრცელდება, შესაბამისად, ComCom-ის შეფასებით, აღნიშნულ შემთხვევებშიც ადგილი ჰქონდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საჩივარში მიუთითებდა, რომ ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლების მიერ არ მოხდა ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, რითაც მათივე მტკიცებით ირღვეოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, კერძოდ 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. თუმცა, საკითხის შესწავლის შედეგად კომუნიკაციების კომისიამ არარელევანტურად ჩათვალა ამ პუნქტის დარღვევაზე მსჯელობა, რადგანაც მაუწყებლის მიერ აღნიშნული პუნქტი ვერ დაირღვეოდა, იმის გათვალისწინებით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა საერთოდ აკრძალულია.

შესწავლილ გარემოებებზე დაყრდნობით, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებლების მხრიდან დარღვეული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილია, მაუწყებლებს შეუფარდოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევა ჩადენილ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 764 მუხლით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში, ასევე, კომისიამ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ მას აქამდე არ უმსჯელია მაუწყებლის მიუკერძოებლობის სტანდარტებზე, ასევე, არ შეუფასებია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში მიუკერძოებლობის დაცვისა და საკუთარი მოსაზრების გამოხატვის აკრძალვის მოთხოვნები, ამ გარემოებათა ერთობლიობის საფუძველზე ComCom-მა მაუწყებლები სამართალდამრღვევებად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„შემიძლია დაგპირდეთ, რომ კანონის აღსრულების ნაწილში, მაქსიმალურად ლოიალურები ვიქნებით, განსაკუთრებით იქამდე, ვიდრე პრაქტიკა დაინერგება. ჩვენ დაინტერესებული ვართ ისევე, როგორც საზოგადოება და თქვენც, რომ დეზინფორმაცია არ ვრცელდებოდეს და შეცდომაში არ იქნეს შეყვანილი ჩვენი საზოგადოება, ასევე არ მოხდეს ფაქტის არასწორად ინტერპრეტირება და არ დამახინჯდეს სპეციალურად, კონკრეტული მოსაზრება არ გასაღდეს ფაქტად და დავიცვათ მაყურებლის ინტერესები“, - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, კომისიის გასულ სხდომაზე.

„შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1 აპრილს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა მაუწყებლების მიმართ არსებული მოთხოვნები, კერძოდ: ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება; სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა; შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება და პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები. აღსანიშნავია, რომ კანონის ძალაში შესვლამდე, ჩამოთვლილი მოთხოვნების დიდი ნაწილი აღსრულდებოდა მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ, რომლის გადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება არ დაიშვებოდა. კანონში 1 აპრილს შესული ცვლილებების მიხედვით კი, ჩამოთვლილი მოთხოვნების დარღვევებზე კომუნიკაციების კომისიას სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება მიენიჭა“, - აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

10 ოქტომბერი, 2025 , 10:46

საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUS

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10 ოქტომბერი, 2025 , 09:49

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები დილის 4:13 წუთზე, ცაგერში, სოფელ

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“, „ფორმულა მულტიმედია“ და რამდენიმე რადიომაუწყებელი გააფრთხილა და უცხოური ძალისგან დაფინანსების შეწყვეტა დაავალა

9 ოქტომბერი, 2025 , 18:05

კომუნიკაციების კომისიამ ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“, ასევე რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა&l

საქართველოს ბანკი საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია - Global Finance

9 ოქტომბერი, 2025 , 17:55

Global Finance-ის 26-ე ყოველწლიური “მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე”, საქართველოს ბანკმა საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის გლობალური ჯილდო მიიღო. ბანკი გამარჯვებულად კიდევ ხუთ ნომინაციაშ

საქართველოს ბანკსა და `Fruit Consulting“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

9 ოქტომბერი, 2025 , 17:37

საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში აგრო სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ სექტორში ბიზნესისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ბანკმა, სამაცივრე მეურნეობების მიმართულებით საკონსუ

თუ პროფესიის შეცვლა გსურს, ისწავლე BDO Academy-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიით

9 ოქტომბერი, 2025 , 11:17

ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც პროფესიის შეცვლა სურთ, საქართველოს ბანკი ახალ პროექტს ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში მათ შესაძლებლობას აძლევს, 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით ისწავლონ.