უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ოქტომბერი, 2016 12:00
font-size

ყველას მინდა მოვუწოდო, საქართველოს სცენ პატივი, მომავალ თაობებს და ზეგინდელი დღე მშვიდ პირობებში ჩავატაროთ - თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ყველა პარტიას, დამკვირვებელს უბანზე, საარჩევნო კომისიის თითოეულ წევრს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურის დროს პატივი სცენ ქვეყანას, მომავალ თაობებს და სამაგალითო არჩევნები ჩაატარონ.

ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, კომისიამ იმ სისხლის სამართლის საქმეებზე იმსჯელა, რომლებიც 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად აღიძრა.

„ჩვენ ვიმსჯელებთ, პირველ რიგში, იმ სისხლის სამართლის საქმებზე, რომლებზეც ან გამოძიება მიმდინარეობს, ან გამოძიება უკვე დასრულდა და სასამართლოს განხილვებია. მთლიანობაში, 19 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული სხვადასხვა ტიპის სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევებისთვის. ზოგიერთ მათგანს გირაო აქვს შეფარდებული, ზოგიერთს საპატიმრო, წინასწარი აღკვეთის ღონისძიება. დანარჩენ საქმეებზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება“,-აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ამ საქმეების გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია.

„სამართალდამცველი ორგანოები მუშაობენ აქტიურად, რადგან ყველამ ვიცით და მათაც იციან, რომ სისხლის სამართლის სფეროში, როდესაც სახეზეა დანაშაულის ნიშნები, დევნას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გადამარწმუნებელი ეფექტი, რომ მომავალში არ მოხდეს იგივე, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან არჩევნების მეორე ტურში ყველა ჩართულ პირს იქნება ეს პარტიები, თუ საარჩევნო ადმინისტრაცია, თუ დამკვირვებლები, პატივი სცენ ქვეყანას და სამაგალითო არჩევნები ჩაატარონ.

„ყველას მინდა მოვუწოდო, ყველა პარტიას, ყველა წარმომადგენელს უბანზე, ყველა კომისიის თითოეულ წევრს, დამკვირვებლებს, რომ საქართველოს სცენ პატივი, ჩვენი ქვეყნის მომავალს სცენ პატივი, მომავალ თაობებს და ზეგინდელი დღე ყველამ ჩავატაროთ ცივილურ, სამაგალითოდ მშვიდ პირობებში“,- აღნიშნა წულუკიანმა.

მონიკა დავლიანიძე

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, მომხრე ვარ, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა - ირაკლი ღარიბაშვილი

11 მაისი, 2024 , 15:42

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, მომხრე ვარ, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა, - ეს განცხადება ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. "მე, რა

„ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის“ - ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციას შალვა პაპუაშვილი არ შეხვდება

10 მაისი, 2024 , 18:23

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც მომდევნო კვირაში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ, არ შეხვდება. მიზეზად პაპუაშვილმა ორშაბათს და სამშაბათს დაგეგმილი მესამე

გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგარი ადამიანების უკანონო დაშინება - ბრიტანეთის საელჩო

10 მაისი, 2024 , 17:33

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ქვეყენაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მთავრობას, დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ

დიმიტრი სამხარაძე ზურაბ ჯაფარიძეს მიმართავს - ვინც შენ რამე გაპატიოს ან დაგითმოს, ის იყოს უკანასკნელი კაცი, შენ გინდა, ბიჭო, შვილი რომ მომიკლა?

10 მაისი, 2024 , 17:05

24 საათიც არ დამჭირდა, გამეგო ამ ნაძირალების შესახებ ყველაფერი. გამთენიისას მქონდა საუბარი ვინმე ზ.ხ.-სთან, რომელიც „გირჩის“ წევრია. ოპოზიციის საერთო ჩატებში რომ მოიწერეს დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების ტ

ნამდვილი დიპლომატი იმ იარაღს, რომელიც მისცეს, ქვეყნის წინააღმდეგ არ ატრიალებს - თეა წულუკიანი

10 მაისი, 2024 , 13:17

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას საფრანგეთში ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ. როგორც თეა წულუკიანი წერს, დიპლომატი და ჯარისკაცი ერთი და

პრემიერი არის არალეგიტიმური - ლევან ხაბეიშვილი

10 მაისი, 2024 , 12:38

პრემიერი არის არალეგიტიმური, რადგან მის მოქალაქეებს ქუჩებში დასდევენ, სახლებთან ხვდებიან, სახლებში უვარდებიან და ამას აორგანიზებს კობახიძე, მისი პარტია, მისი ხელისუფლება, - ეს განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი