უკან
არქივი
მსოფლიო
14 ივნისი, 2017 11:30
ლონდონში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის
ლონდონში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის.
BBC-ის ინფორმაციით, გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა, თუმცა ჯერკერობით უცნობია, თუ რამდენად მძიმეა მათი მდგომარეობა.
ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე და 40-მდე სახანძრო მანქანა მუშაობს.
27-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი ყველა სართულზეა მოდებული.
პოლიციის ინფორმაციით, ძლიერი ხანძრის გამო, არსებობს შენობის ჩამოშლის საფრთხე.
ნინო ექვთიმიშვილი