პოლიტიკა
მაიკ პენსთან შეხვედრის მთავარი თემა მცოცავი ოკუპაცია იქნება - დავით ბაქრაძე
აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსთან შეხვედრის მთავარი თემა მცოცავი ოკუპაცია იქნება.
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პენსის ჩამოსვლა მიუთითებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
„ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ახალი ადმინისტრაციის საქმიანობის დაწყებიდან ექვს თვეში, არის განსაკუთრებული გზავნილი ამ ორმხრივი ურთიერთობის ძალიან მაღალი მნიშვნელობისა. ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს შორის შეხვედრა უკვე მესამედ შედგება, მეტყველებს იმ მაღალ დინამიკაზე, რომელიც ურთიერთობებში გვაქვს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან.
პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის დროს და ასევე, რასაკვირველია, მაიკ პენსის თბილისში ვიზიტის დროს, მიმდინარე ოკუპაცია, მცოცავი ოკუპაცია იქნება უმთავრესი საკითხი, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ ამ შეხვედრისას“, - განაცხადა საქართველოს ელჩმა აშშ-ში.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თბილისში დღეს საღამოს ჩამოვა. ის საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
30 იანვარი, 2026 , 19:12
ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი
30 იანვარი, 2026 , 14:00
ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:16
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:05
მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:22
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:11


