უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 აგვისტო, 2019 10:49
font-size

მე უკვე სარჩელს ვამზადებ სტრასბურგისთვის - ბაჩანა შენგელია

„ეს იყო აბსოლუტურად უკანონო, სრულიად დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება”, - ასე აფასებს ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას საქმის შეწყვეტის შესახებ.

ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ საქართველოში გასაჩივრების საშუალება არ აქვს, რის გამოც, ის სტრასბურგის სასამართლოსთვის აპირებს მიმართვას.

„ეს იყო აბსოლუტურად უკანონო, სრულიად დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, ვინაიდან პროკურატურამ ამ საქმეზე არ გააკეთა არაფერი. უფრო სწორად, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ გამოეძიებინა ეს საქმე, არ ამოიღო საჭირო მტკიცებულებები, სათვალთვალო კამერებიდან გააქრო მასალები, რომელიც დაადასტურებდა, რომ იქ საჩივარი არავის არ შეუტანია. უამრავი საპროცესო მოქმედება არ ჩაატარა, მათ შორის არ ჩაატარა ექსპერტიზა, ექსპერტის არ მიაწოდა მასალები გამოსაკვლევად.

აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ამ შედეგამდე მოსულიყვნენ დღეს და 23 აგვისტოს, ღამე, იმ დროს, როდესაც თვითონაც ხვდებიან, რომ საქმის შეწყვეტას არ მოყვეს შესაბამისი რეზონანსი და შესაბამისი ხმაური. ასე ქურდულად გადაწყვიტეს, რომ ეს საქმე შეეწყვიტათ და ჩემთვის მოესპოთ ყველანაირი საშუალება, რომ სამართლებრივ სივრცეში, ამ პროკურატურის გამოძიების ფარგლებში გვედავა“, – ამბობს ბაჩანა შენგელია.

ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ საქმე თავიდან ბოლომდე, პოლიტიკური იყო.

„მე არ ჩამრთეს დაზარალებულადაც კი ამ საქმეში ცხრა თვის განმავლობაში და არ მექნება ამ გადაწყვეტილების საქართველოში გასაჩივრების უფლება. თუმცა, მე უკვე სარჩელს ვამზადებ სტრასბურგისთვის და ეს იქნება ის ბოლო, რომელსაც მე დავდებ უკვე ამ საქმეში. ეს იყო პოლიტიკური საქმე თავიდან ბოლომდე, ეს იყო პირადად გახარიას კონტროლქვეშ მიმდინარე გამოძიება და მისი დანაშაული იკვეთებოდა ამ საქმეში და ბუნებრივია, ის არ დაუშვებდა, რომ დანაშაული გახსნილიყო და დამნაშავეები დასჯილიყვნენ.

შესაბამისად, ეს დაკვეთა პროკურატურამ წარმატებით შეასრულა და დღეს სრულიად უკანონოდ შეწყვიტა ეს საქმე და დაასრულა ამით გამოძიება თავისი გადმოსახედიდან. თუმცა, ბრძოლა გრძელდება. მე ყველანაირ საშუალებებს მივმართავ, თუნდაც საერთაშორისო სასამართლოში და საბოლოოდ იქნება შედეგი ის, რომ ყველა დამნაშავე აბსოლუტურად – გახარიას ხელმძღვანელობით და ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, აუცილებლად დაისჯებიან ამ საქმეზე“, – აღნიშნა პირველ არხთან საუბარში ბაჩანა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურის ცნობით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი