უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 სექტემბერი, 2024 15:17
font-size

მერაბ დვალიშვილი საქართველოში ქველმოქმედებას აპირებს

UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობის დაწყებას აპირებს. მან შესაბამისი განცხადება თბილისში, „a People-ის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებთან საუბრისას იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მასა და ასევე UFC-ის ჩემპიონ ილია თოფურიას სახელმწიფოსაგან ჯილდოდ მილიონ-მილიონი ლარი გადაეცემათ.

„მინდა ქველმოქმედება დავიწყო და საქართველოს რეგიონებში პატარ-პატარა დარბაზები გავხსნა. ეს იქნება ჯიუ-ჯიცუსა და ჭიდაობის დარბაზები, სადაც ახალგაზრდებს ვარჯიშის საშუალება მიეცემათ. ახლა დაანონსდა, რომ სახელმწიფო მეც და ილიასაც მილიონ-მილიონს გვაძლევს, რისთვისაც მადლობას ვიხდი. ამ თანხასაც დავიმატებ და ჩემს ქველმოქმედებაში სრულად გამოვიყენებ“, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

მისივე თქმით, შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში სპორტსმენების მოსამზადებლად ვარჯიში საქართველოშიც შეიძლება.

მერაბ დვალიშვილმა მადლიერება ქართველი ხალხის მხრიდან მის მიმართ გამოვლენილი სიყვარულის გამოც გამოხატა. მან აღნიშნა, რომ „ჯერ ადამიანი უნდა იყო და მერე სპორტსმენი“.

„ჩემთვის მთავარია, ვიყო ჰუმანური“, - აცხადებს ჩემპიონი.

მისივე მოსაზრებით, სპორტსმენი არასდროს უნდა დანებდეს.

„ჩვენ ინდივიდუალური, დამოუკიდებელი სპორტსმენები ვართ. ყველაფერი შესაძლებელია. შეიძლება, დამარცხდე; შეიძლება, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ან მსაჯების გამო შეგექმნას პრობლემები, მაგრამ არასდროს უნდა დანებდე“, - მიიჩნევს მერაბ დვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ UFA-ს მეორე ქართული ქამარი ილია თოფურიას შემდეგ სწორედ მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა. იგი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მთავარი ორგანიზაციის აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ქამრის მფლობელი სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში გახდა. მან ლას-ვეგასში 15 სექტემბერს გამართულ ორთაბრძოლაში მოქმედი ჩემოიონი შონ ო’მალი დაამარცხა.

მერაბ დვალიშვილი საქართველოში „აჭარაბეთის“ მოწვევით იმყოფება.

თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა

1 ოქტომბერი, 2024 , 11:15

თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა, რაც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის სატელევიზიო ანძა ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის

საქართველოს ბანკის მობილბანკში ყოველდღიურობის დაჯილდოება დაიწყო

30 სექტემბერი, 2024 , 17:42

საქართველოს ბანკი მომხმარებლებზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ამიერიდან, საქართველოს ბანკის მობილბანკში  შესრულებული ყოველდღიური, რეგულარული აქტივობების შედეგად, მომხმარებლები დაჯილდოვდებია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განმუხურში სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

30 სექტემბერი, 2024 , 15:49

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესების გაძლიერებას და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, “ლაზიკა რეზიდენსი“, სამეგრელოში, ზღვისპირა კურორტ განმუხურშ

1-2 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო

30 სექტემბერი, 2024 , 12:42

გარემოს ეროვნული სააგენტო 1-ელ და 3 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 1-ელ ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამო

თბილისში ტურისტი დაიღუპა

30 სექტემბერი, 2024 , 11:28

თბილისში მიწიქვეშა გადასვლელში რუსი ტურისტი ჩავარდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს და წერს, რომ ფაქტის ამსახველი კადრები ტელეგრამ არხებზე გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ ქალი ერთმანეთს ტელეფონით ვიდეოებს

ევროპის მოედანზე MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა

30 სექტემბერი, 2024 , 11:22

ევროპის მოედანზე MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა. დედაქალაქის მერიის ცნობით, ავტობუსების ახალი ნაკადი საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ, „თეგეტა ჰოლდინგის“ და კომპა