უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 სექტემბერი, 2024 15:49
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განმუხურში სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესების გაძლიერებას და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, “ლაზიკა რეზიდენსი“, სამეგრელოში, ზღვისპირა კურორტ განმუხურში, მულტიფუნქციურ კომპლექსს აშენებს.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 9.3 მილიონი აშშ დოლარია. საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი 2.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მიმდინარე პროექტი 14.000 კვ.მ-ზე 9 სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითავლისწინებს. ის 100 ნომრიან სასტუმროს და 205 საცხოვრებელ ბინას, კომერციულ ფართებს, რესტორანს, სპას, აუზსა და სავარჯიშო დარბაზს გააერთიანებს. მშენებლობა 2025 წელს დასრულდება.

„საქართველოს ბანკი მრავალი წელია, სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. რეგიონებში ტურიზმის განვითარება კი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის. მოხარულები ვართ, რომ განმუხურში ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი შენდება, რომელიც როგორც სასტუმროს ნომრებს, ასევე საცხოვრებელ ბინებს აერთიანებს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“ - განაცხადა ზაზა ფიფიამ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა

1 ოქტომბერი, 2024 , 11:15

თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა, რაც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის სატელევიზიო ანძა ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის

საქართველოს ბანკის მობილბანკში ყოველდღიურობის დაჯილდოება დაიწყო

30 სექტემბერი, 2024 , 17:42

საქართველოს ბანკი მომხმარებლებზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ამიერიდან, საქართველოს ბანკის მობილბანკში  შესრულებული ყოველდღიური, რეგულარული აქტივობების შედეგად, მომხმარებლები დაჯილდოვდებია

მერაბ დვალიშვილი საქართველოში ქველმოქმედებას აპირებს

30 სექტემბერი, 2024 , 15:17

UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობის დაწყებას აპირებს.  მან შესაბამისი განცხადება თბილისში, „a People-ის“  ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. გულშ

1-2 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო

30 სექტემბერი, 2024 , 12:42

გარემოს ეროვნული სააგენტო 1-ელ და 3 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 1-ელ ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამო

თბილისში ტურისტი დაიღუპა

30 სექტემბერი, 2024 , 11:28

თბილისში მიწიქვეშა გადასვლელში რუსი ტურისტი ჩავარდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს და წერს, რომ ფაქტის ამსახველი კადრები ტელეგრამ არხებზე გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ ქალი ერთმანეთს ტელეფონით ვიდეოებს

ევროპის მოედანზე MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა

30 სექტემბერი, 2024 , 11:22

ევროპის მოედანზე MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა. დედაქალაქის მერიის ცნობით, ავტობუსების ახალი ნაკადი საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ, „თეგეტა ჰოლდინგის“ და კომპა