უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 სექტემბერი, 2024 17:42
font-size

საქართველოს ბანკის მობილბანკში ყოველდღიურობის დაჯილდოება დაიწყო

საქართველოს ბანკი მომხმარებლებზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ამიერიდან, საქართველოს ბანკის მობილბანკში შესრულებული ყოველდღიური, რეგულარული აქტივობების შედეგად, მომხმარებლები დაჯილდოვდებიან და მედლებსა და წამახალისებელ საჩუქრებს მიიღებენ.

მობილბანკში მედლების სივრცე უკვე ხელმისაწვდომია. მედლების მოპოვება კი რეგულარული ფინანსური და არაფინანსური აქტივობის შესრულების შედეგადაა შესაძლებელი, როგორიცაა: მაგალითად, გადარიცხვებისა და გადახდების განხორციელება, ფულადი გზავნილის გაგზავნა, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის გააქტიურება და სხვა.

მედლები ორი სახისაა - სტატუსის მედალი, რომელიც მომხმარებელს ლოიალობის სტატუსის მიხედვით გამოუჩნდება და მისი მოპოვება პროდუქტების აქტივაციითა და ყოველთვიურად კონკრეტული რაოდენობის გადახდების შესრულების შემდეგაა შესაძლებელი. ხოლო საჩუქრის მედლების მიღებასმომხმარებლები ყოველდღიური საბანკო აქტივობების შესრულებით, მაგალითად, ანაბრის გახსნით ან თუნდაც თანხის გადარიცხვით შეძლებენ. თითოეულ მედალს შესაბამისი საჩუქარი აქვს- PLUS ქულები, ფასდაკლების ვაუჩერები, ქეშბექები და სხვა.

იმისათვის, რომ ნახოთ მედლებისა და საჩუქრების სივრცე, მობილბანკის „ჰაბს“ უნდა ესტუმროთ. მედლების სივრცეში პირველ პოზიციაზე ლოიალურობის პროგრამის სტატუსის მედალი დაგხვდებათ, რომელიც Starter, Bronze, Silver და Gold სტატუსებს აერთიანებს. მათ განსხვავებული უპირატესობა აქვთ (მაგალითად, გადახდისას მეტი PLUS ქულის დაგროვება, ფასდაკლება ევექსის კლინიკებში და სხვა), სტატუსის გაუმჯობესება ან შენარჩუნება კი სხვადასხვა პროდუქტით სარგებლობის შედეგად შეიძლება.

ამავე გვერდზე წარმოდგენილია საჩუქრის მედლების ჩამონათვალი, როგორებიცაა, „თანამედროვე ფინანსისტი“, „ავტო მზრუნველი“, PLUS დებიუტანტი”. აქვე ნახავთ იმ აქტივობების სიას, რომელთა შესრულების შემდეგაც დასაჩუქრდებით.

აღსანიშნავია, რომ მედლებისა და საჩუქრების მოსაპოვებლად დრო შეზღუდული არ არის და იგი აპლიკაციაში მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, რომ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გქონდეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის აპლიკაციის უახლესი ვერსია. აპლიკაციის გადმოსაწერად ან გასაახლებლად კი მიჰყევით ბმულს.

ინფორმაციისთვის, სტატუსის მედალი ხელმისაწვდომი არ არის SOLO და WM მომხმარებლებისთვის.

თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა

1 ოქტომბერი, 2024 , 11:15

თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა, რაც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის სატელევიზიო ანძა ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განმუხურში სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

30 სექტემბერი, 2024 , 15:49

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესების გაძლიერებას და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, “ლაზიკა რეზიდენსი“, სამეგრელოში, ზღვისპირა კურორტ განმუხურშ

მერაბ დვალიშვილი საქართველოში ქველმოქმედებას აპირებს

30 სექტემბერი, 2024 , 15:17

UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობის დაწყებას აპირებს.  მან შესაბამისი განცხადება თბილისში, „a People-ის“  ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. გულშ

1-2 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო

30 სექტემბერი, 2024 , 12:42

გარემოს ეროვნული სააგენტო 1-ელ და 3 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 1-ელ ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამო

თბილისში ტურისტი დაიღუპა

30 სექტემბერი, 2024 , 11:28

თბილისში მიწიქვეშა გადასვლელში რუსი ტურისტი ჩავარდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს და წერს, რომ ფაქტის ამსახველი კადრები ტელეგრამ არხებზე გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ ქალი ერთმანეთს ტელეფონით ვიდეოებს

ევროპის მოედანზე MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა

30 სექტემბერი, 2024 , 11:22

ევროპის მოედანზე MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა. დედაქალაქის მერიის ცნობით, ავტობუსების ახალი ნაკადი საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ, „თეგეტა ჰოლდინგის“ და კომპა