უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 თებერვალი, 2018 13:10
font-size

მერის თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გადაყენების უფლებამოსილებას საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის უფლებამოსილება გაასაჩივრა, რომლითაც არჩევნებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, უნდობლობის გამოცხადებით, შესაძლებელია მერის თანამდებობიდან გადაყენება.

კერძოდ, როგორც საია-ში განმარტავენ, თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრულია, რომ საკრებულოს წევრთა უმრავლესობას შეუძლია უნდობლობის პროცედურა დაიწყოს მერის წინააღმდეგ და 10 დღის ვადაში საკრებულოს წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით უფლებამოსილება შეუწყვიტოს მას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

,,აღნიშნული ჩანაწერი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტი განმარტა იმგვარად, რომ ეს უკანასკნელი იცავს საჯარო მოსამსახურეს თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლებისაგან (საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერის თანამდებობიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებით საკრებულო არღვევს არა მარტო იმ პირის უფლებას, ვისაც მერის თანამდებობა უკავია, არამედ იმ ამომრჩეველთა უფლებებსაც, რომლებმაც ეს პირი თანამდებობაზე აირჩია. არაკონსტიტუციურია, როდესაც საკრებულოს არ ევალება იმ მიზეზებზე მითითება, რის გამოც ხდება ხალხის მიერ არჩეული მერის თანამდებობიდან გათავისუფლება.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრულის ეს ჩანაწერს, ჯერ კიდევ 2014 წლის მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში გახდა კრიტიკის საგანი, როდესაც თვითმმართველობის კოდექსი იქნა მიღებული. ამის მიუხედავად, ამ ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ვინაიდან, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს პირს, ვისაც შეიძლება კანონით დადგენილი შეზღუდვა შეეხოს. ეს შეზღუდვა ეხება ხალხის მიერ არჩეულ მერს.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არც ერთმა მერმა/გამგებელმა არ გამოთქვა სურვილი, გაესაჩივრებინა ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენის თანხმობა განაცხადა თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა. სწორედ თამაზ მეჭიაური იქნება მოსარჩელე აღნიშნულ საქმეში. მის ინტერესებს კი საკონსტიტუციო სასამართლოში საია დაიცავს. ამავე დროს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საია საკონსტიტუციო სასამართლოში იშუამდგომლებს ნორმის შეჩერებას, იმისათვის რომ 2018 წლის მაისის თვეში თიანეთის საკრებულოს არ ჰქონდეს თამაზ მეჭიაურისათვის უნდობლობის დაუსაბუთებელი გამოცხადების შესაძლებლობა“, - აცხადებენ საია-ში.

საკვანძო სიტყვები:

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი