უკან

სამართალი

16 აპრილი, 2018 12:10
font-size

მესამე სექტორი სალომე ტატიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაციები სალომე ტატიშვილის საქმეზე პირველი ინსტანციით საქმის სასამართლო განხილვისას გამოვლენილ ხარვეზებს ეხმაურებიან.

როგორც მესამე სექტორის განცხადებაში წერია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი მიუთითებს, რომ სასამართლოს მსჯელობა არაერთ შემთხვევაში არის აბსტრაქტული და არადამაჯერებლი. განაჩენში მოყვანილი მსჯელობებიდან იკვეთება, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, მოსამართლის მიერ მტკიცებულებები ინტერპრეტირებული და შეფასებულია ცალმხრივად და ყურადღების მიღმაა დატოვებული არაერთი მოწმის ერთგვაროვანი ჩვენება.

„გამოტანილ განაჩენში პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოში არ არის განსაზღვრული სათხილამურო სპორტში სიჩქარის დაშვებული ლიმიტი, შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს ზღვარი, თუ რა სიჩქარე ჩაითვლებოდა წინდახედულობის ნორმის გათვალისწინებად, რომლის დაცვის შემთხვევაშიც გამოირიცხებოდა გ. ლ-ის მიერ წინდახედულობის ნორმის დარღვევა“.

მოსამართლის აღნიშნული მსჯელობიდან ცალსახად იკვეთება, რომ იგი ფაქტობრივად გამორიცხავს წინდახედულობის ნორმის საერთოდ არსებობას იმ პირობებში, როდესაც რაიმე დეტალურად არ არის კანონში გაწერელი. მსგავსი მსჯელობა საფრთხის შემცველია, ვინაიდან იგი ეჭვქვეშ აყენებს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის.

ამით სასამართლო მიანიშნებს, რომ წინდახედულობის ნორმების დარღვევის შემთხვევაშიც კი, თუ ყველა შესაძლო შემთხვევა დეტალურად არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული, პასუხი არავის მოეთხოვება. შეუძლებელია, კანონში გაწერილი იყოს ყველა შესაძლო კონკრეტული შემთხვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს წინდახედულობის ნორმა. უფრო მეტიც, გაუფრთხილებლობითი დანაშაულის შინაარსი და წინდახედულობის არსიც სწორედ ის არის, რომ ადამიანებმა იმოქმედონ პასუხისმგებლობით და საკუთარი ქმედებები შეუსაბამონ ამა თუ იმ სფეროში არსებულ გამოცდილებას.
განაჩენიდან იკვეთება, რომ მოსამართლემ მხედველობაში არ მიიღო არაერთი მოწმის ჩვენება და საკუთარი მსჯელობები გაუგებარ/ბუნდოვან გარემოებებს დააფუძნა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის დადგენილი, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები შეჯახებამდე და უშუალოდ შეჯახების პროცესში, რა ტრაექტორიით მოძრაობდა სალომე ტატიშვილი და რა ტრაქეტორიით ბრალდებული. სასამართლოს ეს მსჯელობა ეწინააღმდეგება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებეს.“-ნათქვამია განცხადებაში.

მესამე სექტორი მოუწოდებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გაამახვილოს ყურადღება ამ ბუნდოვანებებზე და სათანადო შეფასება მისცეს იმ გარემოებებს, რომელიც პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას არასათანადოდ იყო განხილული და შეფასებული.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF),კონსტიტუციის 42-ე მუხლი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ადამიანის უფლებათა ცენტრი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED).

შეგახსენბთ, რომ 12 წლის სალომე ტატიშვილი 2016 წლის 10 იანვარს, გუდაურის სათხილამურო ტრასაზე დაიღუპა. როგორც ცნობილია, მას ტრასაზე დაშვებისას უკნიდან შეეჯახა დიდი სიჩქარით მოსრიალე სხვა ახალგაზრდა.საქმეზე ბრალი წარედგინა გ. ლ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სხვისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო. ამ ეტაპზე საქმე თბილისის სააპელაციო საამართლოში განიხილება და მორიგი სხდომა დღეს, 16 აპრილსაა ჩანიშნული.

ცირა გურგენიძე

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი