უახლესი ამბები
- 17.02.2026 15:01ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით
- 17.02.2026 14:50ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
- 17.02.2026 14:35თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს
- 17.02.2026 14:28ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - სუს-ი
- 17.02.2026 14:15საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს
- 17.02.2026 13:5118 და 19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი
- 17.02.2026 13:35უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის მასშტაბური იერიშის შესახებ იუწყებიან
- 17.02.2026 13:21საზოგადოებრივი კვების რამდენიმე ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, შვიდ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა -სურსათის ეროვნული სააგენტო
- 17.02.2026 13:11ჟენევა – ამერიკის ქმედების გამოცდა ირანული დიპლომატიის ლოგიკის წინაშე - სეიედ ალი მოჯანი
- 17.02.2026 11:30თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ, ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს - კახა კალაძე
არქივი
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის ორი მომხრეა გადაყვანილი პოლიციაში - უკრაინის შსს
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არტიომ შევჩენკომ უარყო მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლის, დავით საყვარელიძის განცხადება მათი მხარდამჭერების მასობრივი დაკავებების შესახებ. ამის შესახებ მან Цензор.НЕТ-ს განუცხადა.
შევჩენკოს ინფორმაციით, ორი პირია გადაყვანილი პოლიციის დეპარტამენტში საგამოძიებო მოქმედებების გასატარებლად.
„მასობრივ ხასიათზე საუბარი არაა. ორი პირია გადაყვანილი პოლიციის განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების გასატარებლად. მათ პროცესუალურ სტატუსზე ეროვნული პოლიცია მოგვიანებით გაავრცელებს ინფორმაციას“, -აღნიშნა შევჩენკომ.
რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას ამერიკელი დოკუმენტალისტების დაკავების შესახებ, შევჩენკომ განაცხადა, რომ აღნისნულ ინფორმაციას არ ფლობს,.
„თუ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს და მათი ბრალეულობა დადგინდება, მაშინ გატარდება ყველა აუცილებელი მოქმედება ადმინისტრაციული კანონმდებლობის ფარგლებში“,-თქვა შევჩენკომ.
შეგახსენებთ, დღეს პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ წევრმა, დავით საყვარელიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სააკაშვილის მხარდამჭერების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო. მისივე ინფრმაციით, დააკავეს 10 სექტემბრის ამბების ორი მონაწილე ანდრეი კოტიჩენკო და ალექსანდრ ბურცევი.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს 20 საათზე მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი შეგინი გადაკვეთა. ის ახლა ლვოვში იმყოფება.
აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული უკრაინის სსკ-ის 332-ე მუხლით, რაც სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს, ასევე ადგილობრივი შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტი სისხლის სამართლის კოდექსის 348-ე მუხლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
17 თებერვალი, 2026 , 14:50
უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის მასშტაბური იერიშის შესახებ იუწყებიან
17 თებერვალი, 2026 , 13:35
ჟენევა – ამერიკის ქმედების გამოცდა ირანული დიპლომატიის ლოგიკის წინაშე - სეიედ ალი მოჯანი
17 თებერვალი, 2026 , 13:11
მე ირიბად ჩავერთვები ირანთან მოლაპარაკებებში და ის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - დონალდ ტრამპი
17 თებერვალი, 2026 , 10:29
ირანთან შეთანხმებას თუ არ მივაღწევთ, ეს ძალიან ტრავმული იქნება, მათთვის რთული დრო დადგება - დონალდ ტრამპი
13 თებერვალი, 2026 , 10:15
ირანისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ აშშ-სთან ნებისმიერი შეთანხმება რეგიონულ პარტნიორებთან ნდობის გამაძლიერებელ ნაბიჯებს დაუკავშირდეს, ეს ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია - ჰაკან ფიდანი
12 თებერვალი, 2026 , 17:02



