უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 აგვისტო, 2020 17:35
font-size

„მინისოდან“ გათავისუფლებული მენეჯერი სამსახურში აღდგა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მოცდენილი შრომა - 10 000 ლარამდე აუნაზღაურდება - „ახალგაზრდა ადვოკატები“

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, გაუქმდა კომპანია „მინისო ჯორჯიას“ დირექტორის 2019 წლის 22 ნოემბრის ბრძანება მაღაზიის მენეჯერის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, მენეჯერი 2020 წლის 1 აგვისტოდან აღდგა გალერია თბილისის მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე გათავისუფლებამდე არსებული შრომითი ხელშეკრულების პირობებით და კომპანიას დაეკისრა იძულებითი შრომითი განაცდურის ანაზღაურების გადახდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას მენეჯერის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ბრძანების ბათილობის და სამსახურში აღდგენის ნაწილში, 2020 წლის 28 ივლისის სასამართლო სხდომაზე, კომპანია „მინისო ჯორჯიამ“ სარჩელი ცნო, იძულებითი განაცდურის ნაწილში კი მხარეთა შორის სამართლებრივი დავა გაგრძელდა. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, განხორციელებული რეორგანიზაციისა და ახალი კორონავირუსის პირობებში, ცვლილება განიცადა მენეჯრის თანამდებობრივმა სტატუსმა და სარგომ, კომპანია პანდემიის პირობებში არ საქმიანობდა, არ გაიცემოდა ხელფასი დასაქმებული სხვა პირების მიმართ. შესაბამისად, კომპანია გამოთქვამდა მზადყოფნას, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გათავისუფლებული მენეჯერის მიმართ გაცემულიყო იძულებითი შრომის განაცდურის ანაზღაურება თანამდებობისთვისთვის დადგენილი ახალი სახელფასო პოლიტიკისა და კომპანიის ფაქტობრივი მუშაობის პერიოდის მიხედვით, რაც არც მოსარჩელის და შემდგომში, არც სასამართლოს მხრიდან არ იქნა გაზიარებული. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა - დაევალოს შპს „მინისო ჯორჯიას" მენეჯერის სასარგებლოდ იძულებითი შრომითი განაცდუნის ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან – 2019 წლის 22 ნოემბრიდან აღდგენამდე, ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასის - 1200 ათასი ლარის ოდენობით, სრულად იქნა დაკმაყოფილებული.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ კომპანია „მინისო-ჯორჯიას“ მენჯემენტის მიდგომა და გადაწყვეტილება, რომელიც მუშაკის გათავისუფლების ბრძანებისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნების ცნობას შეეხება, უდავოდ დასაფასებელი ფაქტია და ხაზს უსმევს კომპანიის კორპორაციულ პასუხისმგებლობას და დაშებული შეცდომის აღმოფხვრისკენ სამართლებრივ კულტურას.

ამასთან, ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება სამსახურში აღდგენილ მენეჯერთან მიმართებით მენეჯმენტის ურთიერთობის საკითხს და იმედს გამოთქვამს, რომ ნდობის პირობებში, ორმხრივი თანამშრომლობა, გართულებების გარეშე, შედგება. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ კომპანია „მინისო-ჯორჯია“ სწორად შეაფასებს დასაქმებულის მიმართ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დროულობას და სამართლებრივი პერსპექტიულობის თვალსაზრისით, უარს იტყვის სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ნაწილში დამდგარი შედეგის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე, რაც საზოგადოებისთვის და ყველა დასაქმებულის წინაშე, იქნება კომპანიის პასუხიმგებლობის კარგი მაგალითი. ორგანიზაცია, ამ ნაწილშიც, ადვოკატირებას გააგრძელებს.

საქმის მასალებით მიხედვით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებობდა უვადო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. 2019 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით (შეტყობინებით), კომპანიამ დასაქმებული მაღაზიის მენეჯერის თანამდებობიდან გაათავისუფლა. გათავისუფლება დაეფუძნა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ელი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძვლებს. კომპანიის გათავისუფლების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა დასაქმებულის ქმედებაში. კერძოდ, 2019 წლის 20 ნოემბერს, დასაქმებული მის დაქვემდებარებაში მყოფ ოთხ თანამშრომელთან ერთად, სამუშაო ადგილზე, აღნიშნული თანამშრომლების სამუშაო საათებში იკეთებდა მაკიაჟს და ისწორებდა თმას. სინამდვილეში, დასაქმებულს, 2019 წლის 20 ნოემბერს, კომპანიის მენეჯმენტთან წინასწარი შეთანხმებით, გააჩნდა 1-დღიანი შვებულება (Day Off), ვინაიდან მეჯვარის სტატუსით უნდა დასწრებოდა მეგობრის ქორწილს. მენეჯერი სამსახურეობრივ ადგილას მოსვლის შემდგომ არ ყოფილა ჩართული სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებაში. პროცესს ხელი არ შეუშლია მაღაზიის ფუნქციონირებისთვის. კომპანიამ დაიწყო მუშაკის მიმართ თანამდებობიდან გათავისუფლების დისციპლინური წარმოება, თუმცა ქმედება ღიად და აშკარად არ ქმნიდა მისაღები გადაწყვეტილების საფუძვლებს.

ცნობისთვის: სარჩელით სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბერს მიემართა, დაზუსტდა ცალკეული მოთხოვნები და წარმოებაში იქნა მიღებული 2020 წლის 27 იანვარს. კომპანიამ 7 თებერვალს სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით მენეჯერის სასარჩელო მოთხოვნები - გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, არ ცნო და მხარესთან მორიგების შესაძლებლობაც გამორიცხა. ოფიციალური ინფორმაციით, იაპონური მაღაზიათა ქსელი „მინისო“ მსოფლიოს 79 ქვეყანაში, 3,500-ზე მეტი ფილიალითაა წარმოდგენილი, საქართველოში კი 2016 წლიდან საქმიანობს და ამჟამად 15 ფილიალითაა წარმოდგენილი. საქმე მოსამართლე: ია ლაბაძემ განიხილა. მენეჯრის კანონიერ ინტერესებს: „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, იურისტები: ანა ფუტკარაძე და თამარ ციხიშვილი წარმოადგენენ, კომპანიის ინტერესებს კი იურისტები: დავით ფუხაშვილი და მარიამ დვალიშვილი წარმოადგენდნენ.

ქუთაისში, სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სეიფი მოიპარეს, წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სეიფი მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები. უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაშ

პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის განაჩენების გადასინჯვისა და კანონიერი მესაკუთრისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი ყოფილი მსჯავრდებულის საქმეებზე უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტის საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებული ი. გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენე

პოლიციამ არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნ

მიხეილ რამიშვილი გამოძიებას თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმს მიაწვდის

21 სექტემბერი, 2020 , 17:40

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აპირებს, გამოძიებას მიაწოდოს სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმეა.  რამიშვილის ცნობით, ეს პირი სახელმწიფო უსაფრთხოებ

პაატა ბურჭულაძე საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართავს, დახუროს ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ აღძრული საქმე

21 სექტემბერი, 2020 , 15:30

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მიმართავს, დახუროს ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ აღძრული საქმე. როგორც პაატა ბურჭულაძე წერილში აღნიშნავს, ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.