უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
- 26.04.2024 12:59საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი
- 26.04.2024 12:54The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
- 26.04.2024 12:40სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
არქივი
კონფლიქტის ზონა
მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინიციატივების გარეშე, კვირიკაშვილის დასწრება ჟენევის მოლაპრაკებებში უშედეგო იქნება - ვიაჩესლავ ჩირიკბა
აფხაზეთის ყოფილი დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ ჩირიკბას შეფასებით, ჟენევის მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ მან „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში თქვა.
„ვფიქრობ, ჟენევის მოლაპარაკებებს ალტერნატივა ჯერჯერობით არ აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგია, რომელშიც აფხაზეთი 2008 წლიდან მონაწილეობს. და სანამ არ შექმნილა რამე სხვა სადისკუსიო სივრცე, ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში“, -თქვა ჩირიკბამ.
მიუხედავად ამისა, ჩირიკბა აღნიშნავს, რომ ეს ფორმატი კრიზისს განიცდის, რადგან „მხარეების პოზიციები ძალზედ დაშორებულია ერთმანეთს“. ამის მაგალითად ყოფილმა დიპლომატმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება დაასახელა, რომელსაც საქართველომ ხელი არ მოაწერა. ჩირიკბას თქმით, მხარეები „ძალიან დიდხანს ტკეპნიან ამ ადგილს“.
მისივე განცხადებით, პოლიტიკურ ასპექტში მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ, თუმცა ჰუმანიტარულ საკითხებზე მათი მუშაობა პროდუქტიულია. კერძოდ, მან ისაუბრა თანამშრომლობაზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრების ძებნის, იდენტიფიცირებისა და გადაცემის კუთხით, ასევე საარქივო მასალის დაბრუნებაზე აფხაზეთში.
ჩირიკბა ასევე გამოეხმაურა პრემირ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სურვილს, თავად დაესწროს მოლაპარაკებებს. მისი თქმით, თუკი პრემიერი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინიციატივებს არ წარადგენს, მისი ჩასვლა უშედეგო იქნება.
„რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესახებ, ვფიქრობ, რომ ეს შედეგიანი იქნებოდა, თუ ის შვეიცარიაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისთვის მზაობით ჩამოვიდოდა, რომელიც მიმართულია ურთიერთობების ნორმალიზებისკენ. ეს, უპირველეს ყოვლისა, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ეხება. მიმაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივების გარეშე, ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობა დიდ პრაქტიკულ შედეგს ვერ მოიტანს“, -თქვა ჩირიკბამ.
ანა მებურიშვილი