უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

24 აპრილი, 2018 15:05
font-size

მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უნდა ეხებოდეს ხელისუფლების მშვიდ გადაბარებას - ნიკოლ პაშინიანი

სომხეთში სერჟ სარგსიანის პრემიერობის წინააღმდეგ მიმართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის თქმით, მთავრობასთან დაგეგმილი მოლაპარაკებების მთავარი მიზანი იქნება ხელისუფლების მშვიდი გადაბარება. ამის შესახებ პაშინიანმა ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ხვალ უნდა გაიმართოს და ეს მოლაპარაკებები უნდა ეხებოდეს ხელისუფლების მშვიდ გადაბარებას. ხვალ საღამოს ჩვენ კვლავ გავმართავთ მიტინგს რესპუბლიკის მოედანზე, 19 საათზე, რათა გაცნობოთ, თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მივიყვანოთ ჩვენი ხავერდოვანი არაძალადობრივი ეროვნული რევოლუცია ლოგიკურ და სრულყოფილ დასასრულამდე“, -თქვა პაშინიანმა.

მან განმარტა, რომ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით მისი მომხრეები ღონისძიებათა ფარგლებში იმოქმედებენ, თუკი არაფერი ექსტრაორდინალური არ მოხდება.

ხვალ პაშინიანი სომხეთის პრემიერობის დროებითი მოვალეობის შემსრულებელს კარენ კარაპეტიანს შეხვდება. კვირას, სერჟ სარგსიანთან მოლაპარაკებების შემდეგ პაშინიანი მალევე დააკავეს.

ცნობისთვის, სომხეთში 11-დღიანი საპროტესტო აქციების შედეგად ქვეყნის პრემიერმა სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა.

საკვანძო სიტყვები:

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი