უკან
არქივი
მსოფლიო
14 დეკემბერი, 2017 13:00
მოლდოვას ახალი სახელმწიფო ენა აქვს
მოლდოვაში ხელისუფლებამ დაამტკიცა ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ენა რუმინული ხდება.
საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოლდოვის დამოუკიდებლობის დეკლარაციის დოკუმენტი, რომელშიც სახელმწიფო ენად რუმინულია მითითებული. სასამართლოს დასკვნით, ეს დოკუმენტი ქვეყნის კონსტიტუციაზე უპირატესია, რომელშიც სახელმწიფო ენად მოლდავურია მითითებული.
1994 წელს მიღებული კონსტიტუიის თანახმად, სახელმწიფო ენა იყო მოლდოვური, ხოლო 1991 წელს მიღებულ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო ენა რუმინულია.
აღსანიშნავია, რომ მოლდოვური და რუმინული ენები თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისგან და ზოგიერთი ლინგვისტის მოსაზრებით, წარმოადგენს ერთი და იმავე ენის სხვადასხვა დასახელებას.
ნინო ექვთიმიშვილი