უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

6 აპრილი, 2017 18:40
font-size

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე ფადი ასლის სასამართლოში უჩივის

მოსამართლე, ვლადიმერ კაკაბაძე ბიზნესმენ ფადი ასლის სასამართლოში უჩივის.

შესაბამისი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში კაკაბაძის ადვოკატმა, კობა ბოჭორიშვილმა შეიტანა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, სარჩელი შეეხება მოსამართლის წინააღმდეგ პატივის და ღირსების, ასევე საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებას.

ბოჭორიშვილის ინფორმაციით, ვლადიმერ კაკაბაძე ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, ფინანსური მოთხოვნა 20 000 ლარს შეადგენს.

საქმე ეხება ფადი ასლის იმ განცხადებას, სადაც ვლადიმერ კაკაბაძის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს საერთაშორისო ბრენდები British American Tobacco და Philip Morris დაახლოებით 90 მილიონი დოლარით დაჯარიმდნენ. ფადი ასლი აცხადებდა, რომ მოსამართლე კორუმპირებულია.

„მოთხოვნა ეფუძნება ინფორმაციიის უარყოფას, რომელიც ბატონი მოსამართლის წინააღმდეგ გავრცელდა. საუბარი იყო კორუფციაზე, დანაშაულზე და სხვა სახის ცილისწამებულ განცხადებებზე, რომელიც გამოთქმული იყო საჯარო მოხელის მიმართ და მან საჯაროდ მიაყენა მოსამართლეს შეურცხყოფა გამოტანილი გადაწყვეტილების გამო“, - განაცხადა კობა ბოჭორიშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი