უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
სამართალი
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (იმავე „ბახალას“) საქმეზე დღეს შესაძლოა, მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადოს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებული მსახიობის, გიორგი გიორგანაშვილისა და ამავე ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძის საქმეზე დღეს შესაძლოა, მოსამართლე გიორგი არევაძემ განაჩენი გამოაცხადოს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას, ბრალდებულები კი საბოლო სიტყვებს წარმოთქვამენ. ამის შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ გავა.
ცნობისთვის, ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ ბახალას შსს-მ მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი დაუმძიმა. გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი გიორგანაშვილს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ექმუქრება.